ინდოეთის დაავადებათა დინამიკის ცენტრის დირექტორი რამანან ლაქსმინარაიანი BBC-სთან ამბობს, რომ ინდოეთს მალე, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების „ცუნამისთან“ მოუწიოს გამკლავება.
მისი თქმით, თუ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გამოყენებული მათემატიკური მოდელით დაითვლიან, ინდოეთში ვირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა, შესაძლოა, 300 მილიონს მიაღწიოს, მათგან 4-დან 5 მილიონამდე მძიმე შემთხვევა იქნება.
„ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა. მხოლოდ 70-დან 100 ათასამდე საწოლი გვაქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსამზადებლად დაახლოებით 3 კვირა გვაქვს“, – ამბომბს ცენტრის დირექტორი.
ინდოეთმა ვირუსთან საბრძოლველად უკვე გაატარა ფართომასშტაბიანი ღონისძებები. ინდოეთში ამდროისთვის კორონავირუსის 197 შემთხვევაა დადასტურებული. თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ ქვეყანაში საჭიროზე ნაკლები ტესტირება გაკეთდა. ინდოეთში 1,3 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.