ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან საკარანტინო ზონები მოეწყობა

პუბლიკა

ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრება, გადაინაცვლებს საკარანტინო ზონაში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ამ რეალობიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლოს – ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან მოეწყოს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.