რუსეთში ნიჟნი ნოვგოროდის მცხოვრებს, სავარაუდოდ, ცისარტყელას ფერებიანი საყურის ტარების გამო ხუთდღიანი ადმინისტრაციული, 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების” რუსული ოფისი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, საყურეებმა გამვლელების უკმაყოფილება გამოიწვია. 29 იანვარს ნიჟნი ნოვგოროდის ერთ-ერთ კაფეში გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გადამღები პირები საყურეებიან ახალგაზრდა ქალს და მის მეგობარს, რომელსაც რამდენიმე სამკერდე ნიშანი და მათ შორის უკრაინის დროშა ეკეთა, უახლოვდებიან და სთხოვენ „ექსტრემისტული სიმბოლიკების“ მოხსნას, ხოლო შემდეგ, გულსაბნევი ძალით ხსნიან.
ამის შემდეგ, გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა ქალი ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტში დაიბარეს და უფლებადამცველების თქმით, ადვოკატის მცდელობის მიუხედავად, საპატიმროში სასამართლო პროცესების დაწყებამდე დატოვეს.
სასამართლომ ექსტრემისტული ორგანიზაციის სიმბოლოების საჯარო გამოფენის მუხლით ცისარტყელის ფორმის საყურეებიან ახალგაზრდა ქალს პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის თქმით, სასამართლოში ზუსტად არ დაუსახელებიათ, თუ რომელი სიმბოლო იყო დემონსტრირებული ბრალდებულის მიერ.