ალექსეი ნავალნის პარასკევს დაკრძალავენ

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პანაშვიდი პირველ მარტს, 14:00 საათზე გაიმართება. როგორც მისი გუნდის წევრი წერს, მას მოგვიანებით ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

იულია ნავალნიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ალექსეის საქმეს გააგრძელებს.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, რომლის თქმით, ნავალნი მოკლულია.