ქართული ლეგიონის ცნობით, უკრაინის ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ.
პუბლიკა დამატებითი დეტალების გარკვევას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.