2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე, ტოკიოში უნდა გამართულიყო, გადაიდო.
CNN-ის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი შეთანხმდნენ, რომ ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდება.
ოლიმპიადის გადადება ტომას ბახს შინზო აბემ შესთავაზა, რომელიც ოლიმპიადის 2021 წლის ზაფხულში ჩატარებას დასთანხმდა. ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღონისძიებას, გადადების მიუხედავად, „ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა“ უნდა ერქვას.
„არასაომარ ვითარებაში ოლიმპიადა პირველად გადაიდო. 1916, 1940 და 1944 წლებში თამაშები სწორედ მსოფლიო ომების გამო გაუქმდა“, – წერს CNN.