მირიამ ლექსმანი: დროა, EU-მ ოლიგარქ ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესოს

პუბლიკა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ გამოსვლას „სრულიად სამარცხვინოს” უწოდებს და ამბობს, რომ დროა, მას სანქციები დაუწესდეს.

„ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები სრულიად სამარცხვინოა და ხაზს უსვამს მხოლოდ მის მცდელობებს, გაანადგუროს საქართველოს დემოკრატია და ევროპული მისწრაფება. დროა, ევროკავშირმა ამ ოლიგარქს პერსონალური სანქციები დაუწესოს და გადაარჩინოს საქართველო მისი კლანჭებისგან.

ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები სრულიად სამარცხვინოა. დროა EU-მ ამ ოლიგარქს პერსონალური სანქციები დაუწესოს და გადაარჩინოს საქართველო მისი კლანჭებისგან”. – დაწერა მირიამ ლექსმანმა X-ზე. 

29 აპრილს „ქართული ოცნების“ კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური სიტყვით გამოვიდა. მისი ანტიდასავლური რიტორიკა ენმ-ის ხელისუფლებას, ასევე, „გლობალური ომის პარტიას” ეხებოდა, რომლებიც „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ, არადემოკრატიული წესით, გარედან დაინიშნნენ”. ივანიშვილმა წინა ხელისუფლების წევრების დასჯის პირობა დადო.

ბიძინა ივანიშვილმა ახსენა აკაკი წერეთლის „ღამურაც” ახსენა, „ რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს”.

მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება „თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება”. ამას კი, ივანიშვილის შეფასებით, „ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან” და მისი მიზანი „საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევაა”.

ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, „სწორედ სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

ამ ყოველივესთან ერთად, ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირში გაერთიანდება.

შეკრებაზე, რომელიც მმართველმა პარტიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური გამოსვლების საპირისპიროდ მოაწყო, დამსწრეები საქართველოს რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის, საჯარო მოხელეები.