ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება — ნახეთ განრიგი 

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში  5 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს  ჩააბარებენ.

გამოცდების დეტალური განრიგი:

ერთიანი ეროვნული  გამოცდები
ქართული ენა და ლიტერატურა
  • 3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
  • 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
  • 5 ივლისი (პირველი სესია);
3 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
4 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა;
უცხოური ენა
  • 8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
  • 9 ივლისი (პირველი და მეორე  სესია) – ინგლისური ენა;
  • 10 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
  • 10  ივლისი (მეორე სესია) – რუსული  ენა;
  • 10  ივლისი (მეორე სესია)  – გერმანული ენა;
  • 10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
ზოგადი უნარები (სომხურად)
  • 11 ივლისი (მეორე სესია);
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
  • 11 ივლისი (მეორე სესია);
მათემატიკა
  • 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
ისტორია
  • 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
  • 16 ივლისი (პირველი სესია);
ქიმია
  • 16 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • 18 ივლისი (პირველი სესია);
ბიოლოგია
  • 19 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება
  • 23 ივლისი (მეორე სესია);
გეოგრაფია
  • 24 ივლისი (პირველი სესია);
ლიტერატურა
  • 25 ივლისი (პირველი სესია);
ფიზიკა
  • 26 ივლისი (პირველი სესია).
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
  • 5  ივლისი (მეორე სესია);
საერთო სამაგისტრო გამოცდა
  • 17 ივლისი   (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
  • 18 ივლისი (პირველი  და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;
საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა
5 ივლისი (მეორე სესია)
  • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;
10 ივლისი (მეორე სესია)
  • აზერბაიჯანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
11 ივლისი (პირველი სესია)
  • საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა;
  • სომხური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მუსიკა;
  • ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
15 ივლისი (პირველი სესია)
  • გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
15 ივლისი (მეორე სესია)
  • ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
16 ივლისი (პირველი სესია)
  • მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
16 ივლისი (მეორე სესია)
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
19 ივლისი (პირველი სესია)
  • იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
  • ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის) (წერითი ნაწილი);
  • ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
  • სპორტი;
19 ივლისი (მეორე სესია)
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები (წერითი ნაწილი);
21 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები (პრაქტიკული ნაწილი);
22 ივლისი
  • იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(საუბრის ნაწილი);
  • ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი);
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი);
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი);
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (საუბრის ნაწილი);
23 ივლისი (პირველი სესია)
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV);
25 ივლისი (პირველი სესია)
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
26 ივლისი (პირველი სესია)
  • ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური).