ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი იარაღის უკანონოდ შეძენაში სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. BBC-ის ცნობით, ეს არის აშშ-ს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი შვილი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებული იყო.
BBC წერს, რომ ჰანტერ ბაიდენს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ცრუ ჩვენების მიცემაში, ჩანაწერებში ცრუ ჩვენების მიცემასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში.
პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ჰანტერ ბაიდენმა მოიტყუა თავის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით ფედერალურ ფორმაზე, როდესაც 2018 წელს იარაღი შეისყიდა.
ჰანტერ ბაიდენმა დანაშაული არ აღიარა და ამტკიცებდა, რომ ის ამ დროს ნარკოდამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელდა და იარაღის განაცხადის ფორმაში არ იტყუებოდა.
დალავერის 12 ნაფიცი მსაჯულის საბჭო განაჩენის გამოტანამდე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში განიხილავდა საკითხს.