„დაივიწყეთ მარადონა, ჩვენ გვყავს კვარადონა“

დავით ბუხრიკიძე

მომზადებულია  BBC SPORT-ის მასალის მიხედვით

საქართველოს ნაკრების გამარჯვების მთავარი ორგანიზატორის, ვილი სანიოლისთვის ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ყველაფერი გაცილებით რთული იყო. საქართველომ ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა ესპანეთის, შოტლანდიისა და ნორვეგიის შემდეგ, ხოლო 2023 წლის სექტემბერში ესპანელებმა შინ საქართველოს ნაკრები 7-1 დაამარცხეს.

ამან განაპირობა შიდა გუნდური ცვლილებები და სანიოლმა თავის ძველ ინგლისელ ნაცნობს, დევიდ  უებს დაურეკა და თანამშრომლობა  შესთავაზა. იმ დროს დევიდ უები უკვე გაათავისუფლებული იყო ინგლისის ეროვნული ლიგის საკმაოდ სუსტი გუნდის, „იორკ სიტისმენეჯერის თანამდებობიდან.

44 წლის ინგლისელს ახალგაზრდებთან, სკაუტებთან და ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ჰქონდა; მათ შორისტოტენჰემ ჰოტსპურისადაბორნმუთისგუნდებთან თანამშრომლობის  ჩათვლითდა  რაც მთავარია, წლების განმავლობაში იცნობდა ვილი სანიოლს, რომელიც  საფრანგეთში ერთერთი ახალგაზრდული ტურნირის დროს გაიცნო. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტის, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ მოთამაშეების ფსიქოლოგის შეცვლასა და გამარჯვების რწმენის დაბრუნებაში განსაკუთრებული როლი სწორედ დევიდ უებს ეკუთვნის.

დაივიწყეთ მარადონა, ჩვენ გვყავს კვარადონა“.

დევიდ უების ეს ფრაზა ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას დიდ ევროპულ წარმატებას უკავშირდება, რომელმაც საქართველოში საფეხბურთო ციებცხელება დააბრუნა. „ჩვენ ვიზიარებთ ფეხბურთის ისეთ ფილოსოფიას, რომელიც მხოლოდ მოთამაშეების განვითარებას და მუდმივ ტრანსფორმაციას ემყარება. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი თამაში მოგვწონს და რას ემყარება ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია“, – ამბობს უები სანიოლთან ურთიერთობის შესახებ.

მე მაქვს მაგისტრის ხარისხი სპორტულ ფსიქოლოგიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად შეგეძლოს, იმუშაო როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფის დინამიკაზე გუნდში. თუ გუნდში განსაკუთრებული სიახლოვისა და კოლექტივიზმის გრძნობას ვერ დაამკვიდრებ, ეს გაართულებს შედეგების მიღწევას. შედეგის მისაღწევად კარგი სამუშაო ურთიერთობა და ნდობა გუნდის შიგნით აუცილებელია“.

დევიდ უები სანიოლის გუნდს 2023 წლის ნოემბერში შეუერთდა და თავისი დრო გაანაწილა თბილისსა და ევროპის მასშტაბით მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს შორის. თავიდან ეს კულტურული შოკის ტოლფასიც იყო, თუმცა მალევე მოახერხა ტრენინგების დაწყება, ჩატარება და ქართულის შესწავლაც, თუმცა ამბობს, რომქართული საკმაოდ რთული ენაა და მასში ბევრი მოუხელთებელი ზმნაა…“

აქ მნიშვნელოვანია ფეხბურთის ფედერაციის როლიც, რომელმაც სრული ნდობა გამოუცხადა ვილი სანიოლსაც და დევიდ უებსაც. „სანიოლის გუნდს ფსიქოლოგიური გამოცდილების შემოტანა სჭირდებოდაეს უების მუშაობამ განაპირობაგანუცხადა BBC Sport-ს ქართველმა საფეხბურთო ჟურნალისტმა ედო ბადალაშვილმა.  ჩვენ გვჭირდებოდა ისეთი ხალხი, ვინც სათანადო დონეზე აათამაშებდა და გაწვრთნიდა გუნდს. სანიოლი და უები ასევე კარგი მეგობრები იყვნენ. სანიოლმა იცოდა, რას და რატომ აკეთებდა და როგორც აღმოჩნდა, ეს შესანიშნავი ტანდემი გამოდგა”.

საინტერესოა, რომ დევიდ უები, რომელსაც არასდროს უთამაშია პროფესიულ საფეხბურთო კლუბებში, ახალგაზრდობიდან სწავლობდა სპორტულ ფსიქოლოგიას უნივერსიტეტში. უკვე 22 წლის ასაკში ის უკვე ახალგაზრდების მწვრთნელად და ფსიქოლოგად იწყებს მუშაობას.

ფეხბურთში ორი ათწლეულის განმავლობაში ის ცდილობდა, მოთამაშეებში უფრო ძლიერი მენტალიტეტისა და ხასიათი ჩამოყალიბებას;  რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 26 მარტს საბერძნეთის წინააღმდეგ თამაშში.

მე ყოველთვის მხიბლავდა მოთამაშეების ერთგვარ პერსონაჟებად ქცევის, მათი გარემოსთან შეგუებისა და ძლიერ ადამიანებად ჩამოყალიბების იდეა. ვილისთან მუშაობისას ჩვენ ვცდილობდით, ფოკუსირება მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაგვეკეთებინა. ამიტომ პლეიოფის თამაშების წინ მშვიდად ყოფნა, ხმაურისგამორთვადა მხოლოდ ჩვენი საქმის კეთება, ყველაზე არსებითი და გადამწყვეტი აღმოჩნდა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად დაეხმარა გუნდს 

მესმის, რომ ემოციები ზოგჯერ აძლიერებს მოთამაშეებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ მოედანზე თამაშობენ, საქართველოში. თუმცა სადაც არ უნდა იყო, გარე ხმაურები და სამატჩო ნევროზი გარდაუვალია“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არასოდეს უთამაშია ასეთ დიდ ტურნირზე, საქართველოს ნაკრებს აქვს ერთგვარი თავისუფლების ფუფუნება. მას არავინ მიიჩნევს ფავორიტად და ძლიერ საფრთხედ, თუმცა სწორედ ეს შეიძლება აღმოჩნდეს მოტივაციაც. F ჯგუფში, რომელშიც ასევე მონაწილეობენ პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი საქართველო შეეცდება, დაამტკიცოს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ტყუილად არ ჩასულა. ცხადია, ამასვე ფიქრობს სერია A-ს გამარჯვებული, „ნაპოლისნიჭიერი გარემარბი დაკვარადონადწოდებული, ხვიჩა კვარაცხელია!

საქართველოს ნაკრები გულშემატკივართან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობს.