კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (12/09/26 - 18/09/26)

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 13 თვის განმავლობაში მეოთხე უფროსი ჰყავს

16 სექტემბერს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი 83 ხმით აირჩია. ბორაშვილი, რომელიც აქამდე ამ უწყების უფროსის მოადგილე იყო, ბოლო 13 თვის განმავლობაში სუსის მეოთხე ხელმძღვანელია.

ახალმა ხელმძღვანელმა თანამდებობაზე გელა გელაძე შეცვალა, რომელმაც პოსტიპირადი მიზეზებითდატოვა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაინაცვლა. გელაძემდე უწყებას მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა.

სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა გამოიტანა. 2025 წლის დეკემბერში დაკავებულ ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება სისხლის სამართლის ოთხ სხვადასხვა საქმეზე.

პროკურატურის მასალების თანახმად, პირველი საქმე ეხება თურქი ინვესტორისგან ქარის ელექტროსადგურების მემორანდუმის ლობირებისთვის $1 მილიონის აღებას. მეორე საქმით მას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 500 000 ლარის ქრთამად მიღებას ედავებიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის შუამავლობით. მესამე ბრალდება ე.. თაღლითური ქოლცენტრების მფარველობას ეხება, ხოლო მეოთხე საქმესაბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის კახა გვანცელაძეს მფარველობას შესყიდვებიდან უკანონო ატკატებისმიღებაში.

ლილუაშვილი, რომელიც სუს 5 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა, წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. ადვოკატის შეფასებით, ბრალდება სამართლებრივ მსჯელობას მოკლებული იყო.

სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ამ თემას. მისი თქმით, „ოცნებისთვისეს არის დისკომფორტი.

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაის დარბაზიდან გათავისუფლდა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაის დარბაზიდან გათავისუფლდა. მასთან ერთად საპროცესო გაუფორმდა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. პროკურატურამ მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, რაც სასამართლომ დაამტკიცა.

კულტურის მინისტრის პოსტი მაია ბითაძემ დაიკავა

ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად პარლამენტის დეპუტატი, მაია ბითაძე დანიშნა. მან ამ პოსტზე თინათინ რუხაძე შეცვალა, რომელიც ივლისში თანამდებობიდან გადადა და გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

განათლებით იურისტი ბითაძე ორი მოწვევის პარლამენტის წევრია და გარემოს დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს მას თბილისის მერის მოადგილისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტებიც ეჭირა.

თბილისის 20 ბაგაბაღში 56 ადამიანის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – 7 ბაღში სწავლა შეჩერდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის 20 საბავშვო ბაგაბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა.

ინტოქსიკაციის სიმპტომებით 56-ვე პირმა დედაქალაქის 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი 11 ბავშვიდან 4 ბინაზე გაეწერა, 7 კი სტაციონარში რჩება. ციციშვილის კლინიკაში მოთავსებულ 16 პაციენტს რეანიმაციული მკურნალობა არ დასჭირვებია, მათი საკვლევი ნიმუშები კი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაიგზავნა.

თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადებარეალიზაციას გულისხმობს. ამ დროისთვის უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის მშობელი და სამედიცინო პერსონალი.

მოქალაქეებმა ექიმ მაია კოხტაშვილს საპატიმრო 50 000-ლარიანი გირაოს თანხა ერთ საათში შეუგროვეს

ახმეტაში დაკავებული ექიმინევროლოგი მაია კოხტაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ შეფარდებული 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს თანხა მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიით ერთ საათში სრულად შეაგროვეს.

ექიმს მედიკამენტგაბაპენტინზემესამე პირის სახელზე რეცეპტის უკანონოდ გაწერას ედავებიან. კოხტაშვილის განმარტებით, მან ლოგინად ჩავარდნილი პაციენტის ტკივილის მოსახსნელად, შვილიშვილის თხოვნით, დაუსწრებლად გამოწერა მედიკამენტი.

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, საქმეში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი აგენტი ბექა მარტყოფლიშვილი ფიგურირებს, რომელმაც ექიმს ცრუ მოტივით გამოაწერინა რეცეპტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც ჯარიმას ან 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში .. საპრეზიდენტო ჩატარებას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.. საპრეზიდენტო არჩევნებსა და აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების უკანონო გახსნას.

უწყების განცხადებით, რუსული ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში ჩატარებული ნებისმიერი ე.. არჩევნები უკანონოა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ვერანაირ სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს. სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მკაცრად დაგმოს მოსკოვის უკანონო ქმედებები და მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

.. არჩევნების მთავარიფავორიტიმოსკოვის პირდაპირი კადრი, მარატ კამბოლოვია. მან ე.. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი ივნისში, ალან გაგლოევის გადადგომისა და კრემლში, პუტინის მრჩევლად გადანაცვლების შემდეგ დაიკავა. კამბოლოვს ფორმალურად სამი კანდიდატი უპირისპირდება, თუმცა, თუმცა ითვლება, რომ კამბოლოვის გამარჯვება გარდაუვალია, რადგან მას ღია მხარდაჭერა პირადად ვლადიმერ პუტინმა გამოუცხადა, პროცესებს კი კრემლის კურატორი სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს. საოკუპაციო რეჟიმმა სულ 70 საარჩევნო უბანი გახსნა და 40 000 ბიულეტენი დაბეჭდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მკაცრად დაგმოს რუსეთის უკანონო ქმედებები და დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

გრანტების მართვის სააგენტოწლის ბოლომდე დაიხურება – კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გრანტების მართვის სააგენტო მილევად რეჟიმშია გადასული და წლის ბოლომდე დაიხურება. კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებიუცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის შექმნილი ხელოვნური ფენომენიადა მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი სტრუქტურების დაფინანსება არასწორია.

სააგენტოქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის გაზაფხულზე, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შეზღუდვისკენ მიმართული რეპრესიული კანონმდებლობის მიღების პარალელურად შექმნა. მაშინ ხელისუფლების არგუმენტი სამოქალაქო ინიციატივების სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხარდაჭერა იყო. უწყებას თავდაპირველად თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, რომელიც 2026 წლის იანვარში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე. მისი განცხადებით, უწყების დაფუძნება თავიდანვე თვალის ახვევის მცდელობა იყო უცხოური დაფინანსების შეზღუდვების შესალამაზებლად. ქურდოვანიძის ცნობით, ფუნქციონირების განმავლობაში სააგენტომ სულ 17 პროექტი დააფინანსა ჯამში 1,657,775 ლარით. მისი თქმით, ორგანიზაციების ნაწილი კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე სპეციალურად ამ მიზნით დაფუძნდა.

აშშის სასამართლომნამახვანჰესის  საქმეზე საქართველოს $400 მილიონზე მეტის გადახდას ავალდებულებს

აშშის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა კომპანია Enka Renewables-ის შუამდგომლობა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება ცნო. მოსამართლე ამიტ მეჰტას 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს დაეკისრა ძირითადი კომპენსაციისა $350 მილიონი და დაგროვილი პროცენტების დაფარვა, რაც ჯამში 400 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

საქმე ეხება 2019 წელს სახელმწიფოსა დაენკასშორის დადებულ ხელშეკრულებას. მასშტაბური პროტესტის ფონზე, კომპანიამ 2021 წელს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, იმ მოტივით, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, მათ შორის სამშენებლო მოედანზე წვდომა. 2022 წელს არბიტრაჟს მიმართა, ხოლო 2024 წელს დავა მოიგო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ვაშინგტონის სასამართლოს მსჯელობა მხოლოდ პროცესუალურ მხარეს ეხებოდა, ხოლო მთავარი პროცესი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებაზე პარიზის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, სადაც აღსრულება დროებით შეჩერებულია. ქართული მხარე აშშის სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

ქართული ოცნებაპარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელში გიორგი გახარიას პარტიასაც ამატებს

ქართული ოცნებაპარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში გიორგი გახარიას პარტიასსაქართველოსთვისდაამატებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახარიას გუნდისდესტრუქციული ქმედებებიგახდა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ პარლამენტში შესვლით გახარიას პარტიამ სამართლებრივად გადაირჩინა თავი ამ სარჩელში მოხვედრისგან, თუმცა მმართველმა გუნდმა პოზიცია შეცვალა.

გადაწყვეტილებას გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ვერ ეგუებაპარლამენტში ერთადერთი ფუნქციური ოპოზიციური პარტიის არსებობას, რომლის კრიტიკულ ხმასაც ვერაფერს უპირისპირებს. გახარიამ აღნიშნა, რომ აკრძალვის მიუხედავად, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის დასაცავად ბრძოლას მაინც გააგრძელებენ.

ქართულ ოცნებასსაკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი აქვს სარჩელიერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსადაფედერალისტებისაკრძალვის მოთხოვნით. სიაში ახალი პოლიტიკური ძალის დამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად ითვლება, რის გამოც განხილვის 9-თვიანი ვადის ათვლა ხელახლა იწყება.

უცხოეთი

უკრაინა რუსეთის სიღრმეში დარტყმებს აგრძელებს

17 სექტემბერს უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა იერიშები როსტოვის სამხედრო აეროდრომსა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. როსტოვში განადგურდა An 26ის ტიპის ორი და An-12-ის ერთი თვითმფრინავი, ასევე სამი ვერტმფრენი, ხოლო იაროსლავლში დაზიანდა ნავთობის გადამუშავების დანადგარი.

15 სექტემბერს დრონები თავს დაესხნენ სამარის ოლქში სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო როსტოვის ოლქში დააზიანეს Ozon-ის საწყობი და ინფრასტრუქტურა. 12-13 სექტემბერს კი უკრაინულმა დრონებმა დარტყმები მიაყენეს თათრეთში ნიჟნეკამსკის საწარმოებს, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა. თავს დაესხნენ ასევე კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.

რუსეთის ენერგოობიექტებზე შეტევების ზრდას აშშის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოსრუსეთში დიზელის დეფიციტის შექმნა“. გაზაფხულსა და ზაფხულში განხორციელებული იერიშების გამო რუსეთში 50-ზე მეტ რეგიონში საწვავის გაყიდვაზე ლიმიტები დაწესდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის რუსეთში ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერებაზე, თუ პარტნიორები რუსეთთან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შეთანხმებას უზრუნველყოფენ. ზელენსკის თქმით, ასეთი შეთანხმება სანდო და გრძელვადიანი უნდა იყოს. მისი განცხადებით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტა შესაძლოა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს.

რუსული დარტყმები NATO- საზღვართან: პოლონეთმა და რუმინეთმა უსაფრთხოების ზომები გამკაცრეს

გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, ოდესაზე, ზაპოროჟიესა და დასავლეთ რეგიონებზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. იერიშებისას 450-ზე მეტი დრონი და რაკეტები გამოიყენეს. დარტყმების მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, საწყობები და საცხოვრებელი კვარტლები გახდა.

დრონების იერიშების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, რკინიგზის სადგური და ავტოგასამართი პუნქტები, რის გამოც დედაქალაქის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა. ოდესაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, საფოსტო კომპანიის ნოვა პოშტასსაწყობებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანებას მსხვერპლი მოჰყვა. ნიკოპოლში დრონმა სამგზავრო ავტობუსს დაარტყა, სადაც 5 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის დარტყმები მიუახლოვდა NATO-ს წევრი ქვეყნების საზღვრებს. ვოლინის ოლქში, პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში, დრონი თავს დაესხა კიევივარშავის სამგზავრო მატარებელს, ხოლო მოგვიანებით კიდევ ერთი დრონი პოლონეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. ამის გამო პოლონეთმა და რუმინეთმა ჰაერში გამანადგურებლები ააფრინეს, პოლონეთის სასაზღვრო რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა ძალოვნების საგანგებო თათბირი მოიწვია და განაცხადა, რომ რუსეთის ესკალაცია უკვე უშუალოდ უახლოვდება მათ ტერიტორიას, რისთვისაც მოკავშირეებთან ერთად მზადყოფნაა საჭირო.

ტუსკი: რუსეთი უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებზე თავდასხმებისთვის ემზადება

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა უახლოეს თვეებში უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებზე, მათ შორის პოლონეთზე, დრონებით ან რაკეტებით თავდასხმები განახორციელოს და ისინი შემთხვევით ინციდენტებად წარმოაჩინოს.მისი განცხადებით, რუსეთის მიზანი NATO-ს ერთიანობის შესუსტებაა.

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მოახლოებული შემოდგომა და ზამთარი შესაძლოა განსაკუთრებით მძიმე იყოს, რადგან რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური თავდასხმების გაგრძელებას გეგმავს.

ტრამპმა ლინდსი გრემის საკანონმდებლო აქტს ხელი მოაწერა

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორპარტიულ საკანონმდებლო აქტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებსა და სატარიფო ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ თეთრმა სახლმა 18 სექტემბერს განაცხადა.

კანონპროექტის ავტორი გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი იყო. სანქციები შეიძლება შეეხოს მათ, ვინც უკრაინასთან სამშვიდობო პროცესს ხელს უშლის, შეთანხმებას არღვევს ან უკრაინის ხელისუფლების დასუსტებას ცდილობს.