NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება

პუბლიკა

NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება – ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას 32-ვე წევრის მხარდაჭერა აქვს.

უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ მათი წინააღმდეგობის მოხსნის შემდეგ, რუტეს კანდიდატურას მხარი დაუჭირა რუმინეთმაც, კერძოდ, რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკუთარი კანდიდატურა უკან გაიწვია.

რუტე NATO-ს ლიდერის თანამდებობას შემოდგომიდან დაიკავებს, აშშ-ის დაგეგმილ არჩევებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე.

ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოქტომბერში ეწურება – ის ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა.

თანამდებობის დაკავების შემდეგ, მარკ რუტეს სხვადასხვა მიმართულებით მოუწევს კონცენტრაცია, მათ შორის ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. ამასთან, თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, რუტეს მოუწევს NATO-ს მიმართ ტრამპის სკეპტიციზმთან მუშაობაც.