კორონავირუსი 2 წლის ბავშვს დაუდგინდა - კლინიკის დირექტორი

პუბლიკა

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, კახა იშხნელი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ კვლევის შედეგად 2 წლის ბავშვს  კორონავირუსი დაუდგინდა.

„ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 წლის ბავშვთან. ოჯახი იყო გასული თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს დადასტურდა ბავშვთან კორონავირუსი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკური გამოხატულება არ არის“, – აცხადებს იშხნელი.

იშხნელის თქმით, ინფიცირების წყარო ოჯახის წევრები არიან, მაგრამ არა მშობლები.

„ბავშვს არავითარი კლინიკური სიმპტომები არ აქვს. ეს არის კვლევის შედეგი. ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმიტომ იყვნენ, რომ ერთ-ერთ კლასტერში შ დიოდნენბდა ამ კვლევების შედეგად იყო დადგენილი. ეს არის მოგზაურობის შემდგომი კავშირის შედეგი“, – განაცხადა იშხნელმა.