დღეს, 28 ივნისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანის მეექვსე მოწვევის პარლამენტის დაშლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.
ბრძანების თანახმად, აზერბაიჯანის მეექვსე მოწვევის პარლამენტს დაითხოვენ.
პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტს პარლამენტმა მიმართა. საკითხი 21 ივნისს გამართული პლენარული სესიის დღის წესრიგში იყო შესული.