2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

პუბლიკა

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი.

დააგვიანა 1-მა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.