ევროსაბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

ევროპულმა საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. საბჭოს განცხადებით, სავიზო ვალდებულების მოხსნის შესაძლებლობა მხოლოდ კრიტერიუმების სრულად შესრულების შემდეგ განიხილება.

„საბჭო მიესალმება კომისიის განზრახვას ვიზალიბერალიზაციის დიალოგი დაიწყოს სომხეთთან და სრულად დაუკავშიროს საბჭო საბჭოსა და წევრი სახელმწიფოები დიალოგის თითოეულ საფეხურს. სომხეთის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულების მოხსნის შესაძლებლობა განიხლიება მხოლოდ კრიტერიუმების სრულად შესრულების შემდეგ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.