დასავლეთი და რუსეთი პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

ბლუმბერგის ცნობით, რუსეთი ათავისუფლებს Wall Street Journal-ის რეპორტიორ ევან გერშკოვიჩს და ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს, პოლ უელანს ბაიდენის ადმინისტრაციისა და რუსეთის პატიმართა გაცვლაზე შეთანხმების პირობებში.

მედიის ცნობით, კრემლი ასევე ათავისუფლებს ვლადიმერ კარა-მურზას, რუს ოპოზიციონერს, რომელსაც სავარაუდოდ აშშ-ში გადაიყვანენ. კარა-მურზა აქტიურად აწარმოაბდა პუტინის საწინააღმდეგო კამპანიას. 2023 წლის აპრილში მას ღალატის, უკრაინაში რუსეთის შეწრის გაკრიტიკების და სხვა ბრალდებების გამო 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, რუსეთში რვა მოქალაქე დაბრუნდება, მათ შორის, რუსულ დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილებიც.