თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

პუბლიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. სამართალდამცავები არიან მობილიზებულები „ევროპულ სკოლასთან“, ასევე მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლასთან. საკითხზე ინფორმირებულები არიან მოსწავლეების მშობლები.

როდის აღდგება სასწავლო პროცესი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას დაასრულებენ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

„ტაბულას“ ცნობით, სტუდენტებისა და მოსწავლეების ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის „თავისუფალ უნივერსიტეტსა“ და „თავისუფალ სკოლაშიც“.