ყაზბეგში ორი მთამსვლელი დაიღუპა

პუბლიკა

ყაზბეგში ორი მთამსვლელი დაიღუპა. შემთხვევა შაბათს მოხდა. გარდაცვლილები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი მყინვარწვერზე ადიოდნენ.

ცხედრები უკვე გადმოასვენეს.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.