კარდენახში დაკრძალვაზე მყოფ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა - რეგინფო

პუბლიკა

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში პაპის დაკრძალვაზე მყოფ ახალგაზრდას კორონავიურუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „რეგინფო” ავრცელებს.

ის სოფელში 19 მარტს იმყოფებოდა. პაციენტი ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც „რეგინფოს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურჯაანის სამსახურის უფროსმა, მანანა გოგაშვილმა უთხრა, „ეპიდემიოლოგები კონტაქტებს იკვლევენ, 5 ადამიანი თვითიზოლაციაშია მოქცეული და კვლევა გრძელდება. როგორც ჩვენ ვიცით, დაკრძალვის შემდეგ სუფრასთან დაახლოებით 12 ადამიანი ყოფილა. ყველა კონტაქტს ვიკვლევთ. პაპის დაკრძალვის შემდეგ ახალგაზრდა თბილისში დაბრუნდა. ის კლინიკაში 30 მარტს მოათავსეს და კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა“, – უთხრა გამოცემას გოგაშვილმა.

როგორც გურჯაანის მერი ამბობს, ახალგაზრდას 30-მდე ადამიანთან ჰქონდა შეხება.