ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია დღეისთვის დასრულდა 

პუბლიკა

აქცია ხელახალი არჩევნების მოთხოვნით დღეისთვის დასრულდა.

პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა, რომლებიც არჩევნების შესაძლო გაყალბებას აპროტესტებენ, მსვლელობა თბილისში, სადგურის მოედნიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.

შემდეგ ისინი დაიძრნენ ბარათაშვილის ქუჩისკენ, გადაკეტეს პუშკინის და ბარათაშვილის ქუჩები, შემდეგ – ბარათაშვილის ხიდი, ქუჩა იუსტიციის სახლთან, შემდეგ კი ზაარბრიუკენის მოედანი.

მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ პოლიციამ მანქანების მოძრაობა იქამდე შეზღუდა, სანამ დემონსტრანტები ბარათაშვილის ქუჩაზე ჩავიდოდნენ.

ამიტომ, მისი თქმით, მარშრუტები ხვალიდან მხოლოდ მსვლელობის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გამოცხადდება.

ხვალ, 5 ნოემბერს შეკრება სპორტის სასახლესთან არის დაგეგმილი.