კორონავირუსი ათონის მთის კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა

პუბლიკა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსი ათონის მთის კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა. სამივე ბერი აქამდე ინფიცირებულ პირველ ბერთან ერთად იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც საეკლესიო მივლინებით გაემგზავრნენ. მათი ასაკი 40-დან 55 წლამდეა და სალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იყვნენ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ბერები საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ და კონტაქტი არავისთან ჰქონიათ, ახლა კი შესაბამის მკურნალობას გაივლიან.

ხოლო ათონის მთაზე, ქსენოფონტის მონასტერს, რომლიდანაც ეს ბერები იყვნენ, დეზინფექციას ჩაუტარებენ.