მთლიანობაში 350-მდე ადამიანი დაჯარიმდა – გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ სტატისტიკურად მეტს ელოდნენ, თუმცა სულ 350-მდე ადამიანი და 15-მდე საწარმო დააჯარიმა პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის მანძლზე.

მინისტრის თქმით, თითქმის ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი კონტროლდება და თუ საჭირო გახდება. გადაიკეტება კიდეც.

„ყველა მთავარი ქალაქის შესასვლელი და გამოსასვლელი კონტროლდება და თუ საჭირო გახდება და რეკომენდაცია იქნება, როგორც მარნეულში მოხდა, უსწრაფესად გადაიკეტება ნებისმიერი ქალაქი.

რაც შეეხება გუშინ ძალაში შესულ შეზღუდვებს, სხვათა შორის, ემორჩიელებიან. მეტს ველოდებოდით დარღვევებს, მაგრამ შეზღუდვის ამოქმედების დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით 17 დარღვევა იყო.  მთლიანობაში კი მოგვიწია 350-მდე  ადამიანისა და 10-15 საწარმოს დაჯარიმება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.