საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 130 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 26 გამოჯანმრთელებულია.
ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში სულ 5437 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.