საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  130 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 26 გამოჯანმრთელებულია.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში სულ 5437 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.