ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს, იააკოვ ლიტცმანსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 71 წლის ლიტცმანი ამჟამად ისრაელის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ვირუსით დაინფიცირდა. BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია რომ წყვილი იზოლაციაშია და მათ შესაბამისად მკურნალობენ.
გასულ თვეში ისრაელმა დაადგინა, რომ ყველა, ვინც ქვეყანაში შევა, ვალდებულია, გაიაროს 14-დღიანი თვითკარანტინი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ებრაელებმა, ქრისტიანებმა და მუსლიმებმა პასექის, აღდგომისა და რამადანის დღესასწაულები მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად უნდა აღნიშნონ.
BBC-ის ცნობით, ისრაელში 6 000-ზე მეტი დაინფიცირებული და 26 გარდაცვლილია. WORLDMETERS-ის მონაცემებით კი, ისრაელში ჯამში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 6 211 შემთხვევა, ამჟამად ინფიცირებულია 5 892 ადამიანი, მათგან 107 არის კრიტიკული. გარდაცვლილია 30 და გამოჯანმრთელებულია 289 ადამიანი.