კორონავირუსი საზღვარგარეთ საქართველოს 35-მდე მოქალაქეს აქვს - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  საზღვარგარეთ 35-მდე საქართველოს მოქალაქეს აქვს კორონავირუსი დადასტურებული, რომელთაგან 5 გარდაიცვალა.

თუმცა, ეს მონაცემები მუდმივად იცვლება, და ჩვენი ელცები მუდმივად კავშირზე არიან ამბობს მინისტრი.

საქართველოში კი კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 130
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 23
  • კარანტინის რეჟიმში – 5437
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260