ყველგან, სადაც ადამიანები იქნებიან ერთად, შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის, ეკლესიაში – იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ნებისმიერი ადგილი, სადაც იქნება ადამიანების თავშეყრა, ინფიცირების გადადების ადგილია, მათ შორის ეკლესიაც.

„ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავშეყრა, შეიძლება, მოხდეს ინფექციის გადაცემა. ამის მაგალითები ჩვენ გავქვს. ამიტომ ყველა იმ ადგილას, სადაც იქნებიან ადამიანები ერთად,  შეიძლება მოხდეს გადადება, მათ შორის ეკლესიაში, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციები ყველას ეხება მოწმუნეებს, ათეისტებს თუ ანტიეკლესიურებს. ჩვენი მოწოდებაა, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტისგან. სოციალური დისტანცია არის ერთადერთი გზა, ინფექციის მატება იყოს კონტროლირებადი. ამისთვის საჭიროა, ყველა ჩვენგანმა დავიცვათ სოციალური დისტანცია, მათ შორის, ოჯახის წევრებთან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.