„შეწყვიტეთ ძალადობა!“ - განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პუბლიკა

„შეწყვიტეთ ძალადობა!“ – განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

ისინი განათლების მინისტრისა და მისი მოადგილეების დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ და მოუწოდებენ სამინისტროს თანამშრომლებს, შეუერთდნენ სახალხო პროტესტს.

„ინსტიტუცია, რომელიც მოსწავლეების, მასწავლებლების, ბაღის აღმზრდელების, პროფესორების, სტუდენტებისა და მეცნიერების უფლებებს უნდა იცავდეს, ძალადობის ენით გველაპარაკება.

განათლების სამინისტრო დუმს, როცა ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს ურტყამენ!

განათლების სამინისტრო დუმს, როცა ხმებს გვართმევენ!

განათლების სამინისტრო დუმს, როცა ჩვენი შვილები ყოველ ღამე ძალადობის გაკვეთილებს უყურებენ პირდაპირ ეთერში!

განათლების სამინისტრო განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვის ნაცვლად თავის მანდატს პარტიული კონტროლის გასამყარებლად იყენებს!

განათლების სამინისტრო ახალისებს დასმენას, ემუქრება დირექტორებს, მასწავლებლებს, პროფესორებს, მოსწავლეებსა და საკუთარ თანამშრომლებს!

ამით განათლების სამინისტრო ამყარებს კონსტიტუციის ჩარჩოდან გასული, არალეგიტიმური და ავტორიტარული ხელისუფლების ძალაუფლებას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.