,,ნეტგაზეთის” ცნობით, ,,ბათუმელების” ოპერატორს, გურამ მურვანიძეს სასამართლომ 8-დღიანო ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.
ოპერატორს ადმინისტრაციული კოდექსის პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, თუმცა ,,ბათუმელები” იუწყება, რომ მათ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების პროცესში გურამ მურვანიძე კადრებს იღებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
,,როგორც მოგვიანებით გურამ მურვანიძემ ადვოკატს განუცხადა, მან ირაკლი დგებუაძეს განუმარტა, რომ იყო „ბათუმელების“ ოპერატორი და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, თუმცა ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე პოლიციამ ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავა.
კადრებში ასევე ჩანს, რომ დაკავების დროს გურამ მურვანიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია”, – წერს გამოცემა.