31 დეკემბერს უტა ივანიშვილმა საქართველოში სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა

პუბლიკა

31 დეკემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის ახალი კომპანია –  სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“. კომპანია რეესტრში მინდობილობით დარეგისტრირდა.

მინდობილობაში მითითებულია, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ნოტარიუს ეკატერინე გვანცელაძეს უტა ივანიშვილი „პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით“ დაუკავშირდა, განაცხადა, რომ იმყოფება იაპონიაში და ონლაინ რეჟიმში სრუდა მინდობილობის შედგენა ნატო ხანიდრავას სახელზე. მინდობილობა ერთი წლის ვადითაა გაცემული.

დოკუმენტების მიხედვით, „ატუ ჰოლდინგის“ დირექტორია კახა კობიაშვილი. რეესტრმა სწორედ მისი განცხადება მიიღო, განცხადებით ახალი სუბიექტის რეგისტრაცია იყო მოთხოვნილი.  „საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართევლოს“ ცნობით, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი მისი დისშვილი, კახა კობიაშვილია.

„ატუ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ბესიკ დემეტრაშვილი (თავმჯდომარე); არჩილ მამაცაშვილი, როსტომი ჩაბრაძე.

გარდა ამისა, ნატო ხანიდრავა „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარა, ბესიკ დემეტრაშვილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, არჩილ მამაცაშვილი „დაზღვევის კომპანია ქართუს“ დირექტორი.

ახალი ფირმის „ნებადართული კაპიტალი“, რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შეადგენს 100 მილიონ ლარს, განთავსებული კაპიტალი – 100 000 ლარს, განაღდებული კაპიტალი 25 000 ლარს. აქციების 100%-ის მფლობელი უტა ივანიშვილია.

27 დეკემბერს ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გუშინ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაზე დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილი დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი კი 18-მდე გაიზარდა.