კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი გუშინ მოსკოვში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
როგორც დიმიტრი პესკოვმა თქვა, ისინი შეთანხმდნენ, რომ პუტინი ისაუბრებს ტრამპთან, თუმცა დრო ჯერ არ არის დადასტურებული.
„ორი პრეზიდენტის საუბრის ზუსტი დრო ჯერ შეთანხმებული არ არის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში მიღებულ ინფორმაციას გადასცემს აშშ-ს პრეზიდენტს, მოსკოვი და ვაშინგტონი გადაწყვეტენ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის დროს.
„ვიტკოფის საშუალებით პუტინმა ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გადასცა პრეზიდენტ ტრამპს“, – თქვა პესკოვმა რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით.
მან ასევე განუცხადა საინფორმაციო სააგენტო TASS-ს, რომ ორივე ქვეყანაში „ესმით“, რომ „პრეზიდენტებს შორის საუბარი აუცილებელია“.
რუსულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტივ ვიტკოფმა ქვეყანა უკვე დატოვა.