ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. დღეს მან სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა. მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.
სიტყვის წარმოთქმისას მან სახელაშვილს უთხრა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.
დასკვნით სიტყვაში ამაღლობელმა ისაუბრა დაკავებულ ნინო დათაშვილზეც, მისი თქმით, ვერ შეძლო სოლიდარობის ნიშნად მისთვის წიგნი შეეგზავნა წარწერით – „ნინო გამარგდი, მარტო არ ხარ“.
„მიხარია, რომ ისევ ვხედავ ჩემს მეგობრებს, ოჯახს, გულშემატკივრებს, თუმცა უხერხულობის განცდაც მაქვს, რომ ისევ მოგიწიათ ამ სასამართლოს დარბაზში მოსვლა.
ერთხელ მახსოვს პროცესზე ვთქვი, რომ სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები გარეთ, რომ ჩემს პატიმრობაზე და ჩემს საქმეზე ვერ ვკონცენტრირდები მეთქი. ასეა ამ შემთხვევაშიც. 4 აგვისტო მონიშნული მქონდა, როგორც თარიღი, როცა ნინო დათაშვილი, აქტივისტი, სინდიდის პატიმარი, მარტოეხლა დედა… მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს. ნინო იმ პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც მე ვარ, თუმცა ჩვენ ისეთ იზოლირებულ პირობებში ვართ, შემთხვევითაც ვერ გადავეყრებით ერთმანეთს. მას სოლიდარობის ნიშნად წიგნიც კი ვერ შევუგზავნე. თვეზე მეტია, ჩემს საკანშია მარიოს ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“ წარწერით – „ნინო გამარგდი, მარტო არ ხარ“.
მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ნინოს ფისიაქტირულში გამოკეტვას უპირებს, სრულიად ჩამოვიშალე. მიჭირს გავიხსენო, მორალისგან ასეთი დაცლილი გარემო კიდევ როდის იყო. შემდეგ გამახსენდა ნინოს სიტყვები – მე მსხვეპრლი არ ვარ და დალაგდა ყველაფერი, აზრის სიცხადე დავიბრუნე, მჯერა, ნინო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება და რეჟიმიც საკადრის პასუხს მიიღებს.
ბატონო პროკურორებო, ბრაზისა და უსამართობის გამო ზოგჯერ მეც ამიწყლიანდება, მიცრელმდება თვალები, ენაც მებმება ზოგჯერ და სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. რას ფიქრობთ, ჩემი ეს ემოციური მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს?
ჩემს საბოლოო სიტყვაში სათქმელი ბევრი საკითხი დათაშვილის საქმის გამო უმნიშვნელო გახდა. ძალიან მინდოდა, მესაუბრა „ნეტგაზეთისა“ და „ბათულების“ მისიაზე, მიუკერძოებლობაზე. თან აი ბატონი პროკურორი პასუხისმგებლიან ჟურნალისტიკაზე მიუთითებდა. მისთვის, თქვენთვის ბატონო თორნიკე, რამდენიმე მაგალითიც მქონდა, როცა… დამალული ინფორმაციისა და მავნე პრაქტიკის გასაჯაროებას რა სიკეთე მოაქვს საზოგადოებისთვის. ჩვენ გამოძიებები გვქონდა… კანონში ცვლილებებიც შესულა და კონკრეტული მოქალაქეების სიცოცხლეც გადარჩენილა.
ძალიან მინდოდა, დღეს უფრო ვრცლად სოლიდარობის მნიშვნელობაზე და რუსული კანონის მავნელობაზე იმ კანონის მავნებლობაზე მელაპარაკა, რომელსაც რუსულს ვეძახით და მართლაც რუსულია.
თუმცა დღეს ძალიან მოკლედ, მხოლოდ იმ საკითხებს გაგიზიარებთ, რომლებზეც აუცილებლად და მხოლოდ მე უნდა ვთქვა. საქმის სამართლებრივ ნაწილზე ადვოკატებმა სრულყოფილად და ამომწურავად ისაუბრეს. ვფიქრობ, სასამართლოსაც და საზოგადოებასაც ამის დანაკლისი არ აქვს, არ უნდა ჰქონდეს“, – თქვა მზია ამაღლობელმა.
დაკავებულმა მედიამენეჯერმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მისი პოზიცია, რომ მისთვის საპროცესო გარიგების შეთავაზებაც კი შეურაცხმყოფელია და მას ხელს არ მოაწერს. ამაღლობელმა გაიმეორა, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა „ბოროტებაა“.
„პირველი რაზეც, საბოლოო სიტყვის ფორმატში მინდა ვისაუბრო, ეს პროკურატურის მხრიდან შემოთავაზებული საპროცესო გარიგებაა. იქ, სადაც მე 7 თვეა, უკანონოდ გამოკეტილი ვარ, ბევრისთვის საპროცესო გარიგება ნამდვილად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერასდროს დავივიწყებ იმ პატარა გოგოს ტირილს – „დედა მენატრება, დედასთან მინდა“, რომლის ხმა ჩვენს საკანშიც აღწევდა. როცა გავიგე, რომ ამ გოგოს მშობლები პროკურატურასთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, ძალიან გამიხრადა.
ჩემს შემთხვევაში ასე არ არის, პირიქითაა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის. მოკლედ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ადვოკატებმა ჩემი პოზიცია უკვე გაახმოვანეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას, იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ – რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა, ბოროტებაა. რა სამართალია, მე პირადად არ ვიცი. 7 თვეა, ამაზე ვფიქრობ და არ ვიცი.
ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც გავიმეორებ – პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. ვიმეორებ, პასუხისმგებლობას არ გავურბივად და მგონია, კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნის პასუხისმგებლობისთვის ადეკვატური მუხლი. არ ვიცი.
მახსოვს, ერთ-ერთ სხდომაზე ბატონმა პროკურორმა დაახლოებით ასეთი შინაარსის კითხვა დამისვა – ჩვენი ბრალდების კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმებით, მითხარით მაშინ, რომელი მუხლი გერგებათო. ამას მეკითხება ბრალდება მაშინ, როცა გამომძიებელმა ისე შეკრა საქმე და მოიტანა სასამართლოში, რომ ჩემთვის კითხვა არ დაუსვამს, ჩემი აზრი არ აინტერესებდათ.
დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, გაომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ, მიუკერძოებელი გამოძიება რომ ჩაეტარებინათ, ე.წ. დაზარალებული დგებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით სასამართლოში არ შემოვიდოდა.
„სისხლით დავიჭერო“ შემპირდა და საჯაროდ მომცა ბრალდება დგებუაძემ 4-დან 7 წლამდე. პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. თუმცა ამას დღეს მნიშვნელობა აღარ აქვს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემს დანაშაულზე, იმაზე, თუ რა სასჯელი მერგება.
ოღონდ, ერთი რამ გარდაუვალია, ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც ბატონო პროკურორებო და ეს იქნება ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში“, – თქვა ამაღლობელმა.
მან საბოლოო სიტყვის დროს მიმართა „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძესაც და ისაუბრა მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაზე:
„სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა შუამდგომლობები და არ მოგვცა საშუალება, კითხვები დაგვესვა იმ პირებისთვის, იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ჩემს დისკრედიტაციას ეწევიან დღემდე. მაშინ, როცა სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს, როგორც დამნაშავეს ისე მომიხსენიებენ, ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ ჩემზე. საუბრობენ, იმაზე, რომ აგენტი ვარ. გლობალური ომის პარტია მიმაგრებს ზურგს, ტრენინგებზე მასწავლეს სილის გაწვნა, პოლიციელის დაკნინებასა და სისტემის ჩამოშლაზე მუშაობა. აი, ათასი სიგიჟე და ბოდვა, ბოდიში ამას რომ ვამბობ, მაგრამ სხვანაირად ამას ახსნას მე ვერ ვუძებნი. არ გეგონოთ, ამას შემთხვევით ვამბობ, ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ.
წინასასამართლო პროცესზე გავიმეორე, ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ განსაკუთრებით აქტიურობს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამიტომაც მას მინდა მივმართო – ბატონო ირაკლი, პოლიციელის რეპუტაციის შელახვას, deep state არ სჭირდება. თავად იქცევიან ისე, რომ ანადგურებენ საზოგადოების ბრძოლას, პოლიციის ნდობის კრიზისი მაშინ შეიქმნა და მზარდია, როცა მათ რიგებში არსებულ მოძალადეებს გადაეფარეთ და არ დასაჯეთ, არ გამოძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა, ჩემს კოლეგებზე: გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, შეწირულზე, ქეშელაშვილზე… ბოდიში ყველას ვერ ჩამოვთვლი თავდასხმის ფაქტებს. ყველას გექნებათ, ალბათ, ეს ვიდეობი ნანახი – თავდასხმა რაც არის, რასაც უკეთებენ მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, შეწირულს, ეს არის თავდასხმა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, იმ პირებს, რომლებსაც თავზე გადაახიეთ კონსტიტუცია და უთხარით, რომ თქვენი მომავალი ევროპაში არ არისო, თავ-პირი დაულეწეთ ამ ახალგაზრდებს და შემდეგ მარშუტკებში სცემეთ, არც ეს საქმეები გამოიძიეთ. ამიტომაც ძალიან მიჭირს და აღარაფერს ვამბობ იმ ღისების შემლახავ და არადამიანური მოპყრობის გამოძიებაზე, რაც ჩემ მიმართ ჩაიდინა პოლიციამ.
ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის შეურაცხყოფასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზეც ისაუბრა:
„ქალბატონო მოსამართლე, ამის კადრები არ მაქვს, ამიტომ უნდა გთხოვოთ, რომ კარგად წარმოიდგინოთ ის ფაქტები, რასაც მე მოგიყვებით და აქამდეც მომიყოლია – მოულოდნელად ჩნდება პოლიცია, აწყობს ჭყლეტას და მაქცევს ნიღბიანების გარემოცვაში. ძლიერი ბიძგებისა და ზურგიდან დარტყმის შედეგად ასფალტზე ვეცემი და შემდეგ ფეხებით გადამიარეს, გადამთელეს. ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ: ფეხშიშველი, რამდენიმე წუთის წინ დაწიხლული, შოკურ მდგოამრეობაში მყოფი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ – ხმაურითა და გინებით ოთახში შემოვარდება პირი, მოიწევს ჩემკენ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის.
ეს შემოვარდნები, გინებები, ორ-სამჯერ მეორდება და ყოველი მომდევნო შემოვარდნა იმაზე შეურაცხმყოფელი და აუტანელია, ვიდრე იყო პირველი. ერთ-ერთი ასეთი შემოვარდნის დროს, როცა ჩემთან მოვიდა, ვიგრძენი და თავი ავწიე, შემაფურთხა სახეში, შემდეგ თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ წყალი არ მოეწოდებინათ და არც საპირფარეშოში გავეყვანე. ვერ წარმოვიდგენდი, ამას ვიტყოდი, როგორ მეუბნებიან ამას მე, მაგრამ: „ჩაიფსას, არ გაიყვანოთო”. ეს პირი ე.წ. დაზარალებული, ირაკლი დგებუაძე იყო. ამის შემდეგ დამცირება სხვა ფორმით მისმა თანამშრომლებმა გააგრძელეს…
წარმოიდგინეთ დამაბეს, ხელები ზურგს უკან შემიკრეს – მახსოვს „ვივამედში” როცა ვიყავი, ტელევიზიით აჩვენეს კადრი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს პირი, წინ ხელები შეუკრეს, ბრალდება უთხრეს.. ინატრებ ასე დაგაკავონ – ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარმოიდგინოთ, ეს ნორმა არ არის, მაგათ არ მიაჩნიათ ეს ნორმად, თორემ საჩვენებელ კადრებს გამოიტანენ…
მესამე კადრი, ამის წარმოდგენა არ გჭირდებათ, ეს ვიდეო გაქვთ – თქვენი გადასაწყვეტია, რას დაარქმევთ მას – თავდასხმას, დამცირებული, შეურაცხყოფილი ადამიანის იმპულსურ რეაქციას, სილის გაწნას. ქალაბატონო მოსამართლე, ბრალდების შეფასებისას არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე ქალი ვარ. ბატონმა პროკურორმა აღნიშნა, მამაკაცმა რომ დაარტყას ხელი და ის უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, მაშინ როგორ მოვიქცეთო? ამიტომაც არ გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ქალი ვარ, შუახნის ასაკში და ნურც იმას გაითვალისიწნებთ, რომ სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომაროება არ მაქვს.
ჩემი საქმის სამართლიანობის დასადგენად, თქვენივე პიროვნების, თქვენივე პროფესიის პატივისცემა და ჩვენი მტკიცებულებების შესწავლაც საკმარისია თქვენი მხრიდან.
და მაინც, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ დღეს, ხვალ, ზეგ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. ამ განწყობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატს, უფლებადამცველს. მაშინ, როცა სახელმწიფო დამიპირისპირდა და მისი ყველა რგოლი ჩაერთო ჩემს გაშავებაში, ვისაც არ დაეზარა ყველა მხარემ ტალახი მესროლა, ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და დაუპირისპირდნენ, მათ შეძლეს ჩემს სიმართლეზე, ამ დარბაზშიც და მისმა მიღმაც ხმამაღლა, არგუმენტებითა და მტკიცებულებებით ლაპარაკი. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და მათთან ერთად სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა“.
მზია ამაღლობელმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს, კრიტიკულ მედიებში მომუშავე ადამიანებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და თავისუფლებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს:
„რადგან მადლიერებაზე დავიწყე საუბარი, უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან მადლობას. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, ესეც არ იქნება საკმარისი იმ სიკეთის დასაბრუნებლად, რომელსაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია.
ამ დარბაზში ხშირად ჩემგან მარცხენა მხარეს, ხშირად ვხედავ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსა და ელჩებს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც მედიისა და ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. არ დაგიმალავთ და ძალიან მახარებს ეს ამბავი. მათი აქ ყოფნა არასდროს აღმიქვამს ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად. ისინი აქ ჩვენი არჩევანის, საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ, მარტო არ ვართ დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში.
მადლობა საქართველოს მეგობრებს…
მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს, კრიტიკულ, ხაზს გავუსვამ, მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორსა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის მუხტს წარმოადგენს. სადაც არ უნდა იყოთ გახსოვდეთ, რომ განუზომელი ენერგიის მატარებელია ის ხმა და ძალა, რომელიც თქვენგან მოდის. ზუსტად თქვენი სოლიდარობის შედეგია, შიმშილობის დროს ფიზიკურად რომ გადავრჩი. ამიტომაც ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობის რწმენას.
დრო ჯერკიდევ არის – ბრძოლა გამარჯვებამდე!
სულ მადლობების მოხდა არა, ბოდიშიც მაქვს მოსახდელი. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ გუნდს, მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ, არ გატყდეთ! მე თქვენი მჯერა! მჯერა იმის, რომ როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, იქნება აზრის, სიტყვის და თავისუფლების დაცვისკენ მიმართული!
დაბოლოს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ჩვენ დამნაშავეები არ ვართ!“.