აქტივისტ იოსკა ჯანდიერს (შარინგერი) 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აქტივისტ იოსკა ჯანდიერს (შარინგერი) 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას მისი ადვოკატი, მარიკა არევაძე ადასტურებს.

იოსკა ჯანდიერი პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით 9 აგვისტოს დააკავეს.

აქტივისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.