აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
მან გიგაურს ბრალდება – „პოლიციელზე თავდასხმა“, გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რაც გულისხმობს – პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
გიგაური 2024 წლის 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. მას პოლიციელ ვახტანგ გაბუნიასთვის ხელის დარტყმას ედავებოდნენ.
გიგაურის დაცვის მხარე ამბობდა, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა ამავე პოლიციელის მხრიდან ძალადობა – სახეში დარტყმა – გიგაურის თქმით, სანამ ის ხელს მოიქნევდა, მანამდე პოლიციელმა თავად დაარტყა ხელი.
დაცვის მხარის პოზიციით, გიგაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პირობებში.
„პუბლიკა“ გთავაზობთ ანატოლი გიგაურის საქმეზე მომზადებულ მასალებს სასამართლოდან:
- საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება, სადაც ასახულია თუ რა უძღოდა წინ პოლიციელთან დაკავშირებულ ინციდენტს (პოლიციელ გვანცა ხვიჩიას დაკითხვა) | ვიდეო;
- საქმეში დაზარალებულად ცნობილ პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას ჩვენება | ვიდეო;
- მოწმე პოლიციელის ვახტანგ დაბრუნდაშვილის დაკითხვა | ვიდეო;
- მოწმე პოლიციელი თევდორე გიორგაშვილის ჩვენება | ვიდეო;
- ანატოლი გიგაური მის მიმართ ძალადობის ეპიზოდებზე |ბმული 1; ბმული 2;
- დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა | ბმული;
- ანატოლი გიგაური მოსამართლეს | ბმული;
- ადვოკატის დასკვნითი სიტყვა | ბმული;
- ადვოკატი ანატოლი გიგაურზე | ბმული;
- ანატოლი გიგაურის დასკვნითი სიტყვა | ბმული;
- ანატოლი გიგაურის საბოლოო სიტყვა | ბმული.