პოლიციამ რუსთაველზე აქციის ორი მონაწილე დააკავა

პუბლიკა

პოლიციამ რუსთაველზე აქციის ორი მონაწილე დააკავა. აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავება გზის სავალი ნაწილის გახსნის დროს მოხდა. რუსთაველის გამზირი პროტესტის 263-ე დღესაც გადაკეტილი იყო.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ აქტივისტები ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა (166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) ედავებიან.