შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დახარველიძე, მოსამართლეები: ნინო გალუსტაშვილი, კობა ჩაგუნავა და მიხეილ ჯინჯოლია და პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ჩეხეთმა სანქციების სიაში შეიყვანა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ისინი პასუხისმგებელნი არიან 2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაზე.
ლიპავსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ანალოგიური ზომები უკვე მიიღო ბრიტანეთმა, აშშ-მა, უკრაინა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. თუმცა, მისივე განცხადებით, ევროკავშირში არ არის კონსენსუსი იმათ სანქცირებაზე, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებებს ლახავს.
ჩეხეთმა იანვრის ბოლოს ანალოგიური მიზეზით სანქციები დაუწესა შსს-ის სამ, უკვე ყოფილ მაღალჩინოსანს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელ უფროს ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მირზა კეზევაძეს და საპატრულო პოლიციის მაშინდელ უფროს ვაჟა სირაძეს.