კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც კასპში ყოფილმა ქმარმა დაჭრა, შემდეგ კი მისი დაწვა სცადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ქალი სამკურნალოდ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. ფაქტი 25 სექტემბერს მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე დღეს დააკავა ბრალდებული, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
26 სექტემბერს ექიმმა თქვა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მას სხეულის დაახლოებით 40-45% ჰქონდა დამწვარი და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
დაკავებულ კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზურაბ ბურდულს ბრალდება, სავარაუდოდ, დაუმძიმდება.