ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის უბნების 100% დათვალა - როგორია შედეგები

პუბლიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის უბნების 100% დათვალა.

წინასწარი შედეგებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ 26 მუნიციპალიტეტში „ოცნების“ მერობის კანდიდატს კონკურენტი არ ჰყოლია, შესაბამისად, მათ ხმების 100% მიიღეს.

წინასწარი მონაცემები ქალაქების მიხედვით;

თბილისი

  1. კახა კალაძე – 71.612% (215083 ხმა)
  2. ირაკლი კუპრაძე – 12.274% (36863 ხმა)
  3. იაგო ხვიჩია – 7.636% (22935 ხმა)

თვითმმართველი ქალაქებიდან ფოთში „ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე უკონკურენტო იყო, შესაბამისად, მან ხმების 100% მიიღო.

რუსთავი

  • ნინო ლაცაბიძე (41) – 91.972%
  • თამარ კეკენაძე (25) – 8.028%

ქუთაისი

  • დავით ერემეიშვილი (41) – 85.686%
  • პაატა ზაქარეიშვილი (25) – 8.038%
  • გიორგი ამაღლობელი (11) – 6.276%

ბათუმი

  • გიორგი ცინცაძე (41) – 80.638%
  • გოჩა გუგუნავა (25) – 10.353%

უბნების 100%-ია დათვლილი ადგილობრივი პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგებისთვისაც.

ადგილობრივი – პროპორციული

თბილისი

  • „ქართული ოცნება“ – 70.052% (211 814 ხმა)
  • ლელო-ძლიერი საქართველო – 9.938% (30 050 ხმა)
  • გირჩი – 7.698% (23 275 ხმა)
  • კონსერვატორები საქართველოსთვის – 4.308% (13 025 ხმა)
  • გახარია საქართველოსთვის – 3.199% (9 673 ხმა)

საქართველო

  • „ქართული ოცნება“ – 81.689% (1 104 545 ხმა)
  • ლელო-ძლიერი საქართველო – 6.715% (90 790 ხმა)
  • გახარია საქართველოსთვის – 3.684% (49 815 ხმა)
  • გირჩი – 2.961% (40 037 ხმა)
  • კონსერვატორები საქართველოსთვის – 2.612% (35 312 ხმა)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, 4 ოქტომბრის 20:00-ის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 40.93% იყო.

დედაქალაქში აქტივობამ 20:00-ისთვის 31.08% შეადგინა. რეგისტრირებული ამომრჩეველი 1 043 482-ია.


საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული წესით არჩეული 15 წევრისგან და ყველა დასახლებაში მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისგან.

თვითმმართველი ქალაქის საკრებულო შედგება პირდაპირი წესით არჩეული 15 წევრისგან და მაჟორიტარული წესით არჩეული 10 წევრისგან.

პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ითვალისწინებენ ისეთ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს არანაკლებ 4%-ისა.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებს, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო.

თბილისის საკრებულო 50 წევრისგან შედგება. 25 წევრი აირჩევა პროპორციული წესით, ხოლო 25 წევრი მაჟორიტარული წესით.

საარჩევნო კოდექსით, თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.