„მთავრობა უნდა გადადგეს, ტექნიკური მთავრობა დაინიშნოს, შეიცვალოს ცესკო და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დემოკრატიასთან მიახლოებული სტანდარტებით ჩავატაროთ არჩევნები“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.
„ის ორდღიანი სპექტაკლი, რაც ჩვენ პარლამენტში ვნახეთ, არის ზღაპრები, რაც შეუძლიათ ერთმანეთს მოუყვნენ ხოლმე შეხვედრებზე. ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს წაართვა ყველაზე ძვირფასი – არჩევანის თავისუფელება“. – თქვა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის აზრით, თვითონ ივანიშვილი იხრება ვადამდელი არჩევნებისკენ და უმრავლესობის წევრების განცხადებებიც ამაზე მიუთითებს.