ცნობილ ირანელ რეჟისორს, ჯაფარ პანაჰის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

დავით ბუხრიკიძე

ამავე დროს, პანაჰის ბოლო ფილმს – „უბრალო შემთხვევითობა“, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 7 დეკემბერს უჩვენებენ.

1 დეკემბერს, თეირანის ისლამური რევოლუციის სასამართლომ ჯაფარ პანაჰის დაუსწრებლად მიუსაჯა ერთწლიანი პატიმრობა და ორი წლით აუკრძალა ქვეყნის დატოვება. ამის შესახებ ინფორმაცია რეჟისორის ადვოკატმა, მუსტაფა ნალიმ სოციალური ქსელით გაავრცელა.

მიზეზიქვეყნის წინააღმდეგ პანაჰის მიერ გავრცელებული პოლიტიკური და სოციალური შინაარსის განცხადებებია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას შეიცავს“.

ადვოკატი აცხადებს, რომ აუცილებელი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. აღსანიშნავია, რომ პანაჰი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მის ბოლო ფილმს – „უბრალო შემთხვევითობა“ (It Was Hust an Accident ) ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში უჩვენებენ.

2025 წლის მაისში, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ირანელ რეჟისორს ამ ფილმისთვის ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პალმის რტოგადაეცა. „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და მისი თავისუფლება. საჭიროა გავაერთიანოთ ძალები, რადგან არავის აქვს უფლება მიგვითითოს, როგორ ვიცხოვროთ, რა გაკეთოთ და რა არაკინო საზოგადოების სარკეა. მოდით, ვეცადოთ არ დავკარგოთ იმედი“ – განაცხადა ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, პრიზის ასაღებად სცენაზე გამოსულმა რეჟისორმა.

“უბრალო შემთხვევითობა”

დაჭერის საშიშროების მიუხედავად, ჟურნალისტებთან საუბარში პანაჰიმ ასევე თქვა, რომ თეირანში დაბრუნდებოდათუმცა მაინც არ გარისკა, რადგან ხელისუფლება კინოფესტივალის შემდეგ, დაჭერით აშკარად დაემუქრა. ამიტომ მან საფრანგეთში დარჩენა ამჯობინა. კანის კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ მოეწყო მისი ახალი ფილმის ჩვენება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.

ჯაფარ პანაჰი ადრე ორჯერ იყო დააპატიმრებული. პირველად, 2010 წელს, როცა ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და რეჟისორს მთავრობის საწინააღდეგო დემონსტრაციების მხარდაჭერას დასისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდის შექმნასაბრალებდნენ. თუმცა, ექვსი თვის შემდეგ სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს და გარდა ამისა, აუკრძალეს ფილმების გადაღება და ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

მეორედ პანაჰი 2022 წელს დააკავეს, როდესაც რეჟისორმა დევნილ კოლეგებს, რეჟისორებსმოჰამედ რასულოფსა და მუსტაფა ალეაჰმადის მხარი ღად დაუჭირა. 2023 წლის  თებერვალში, პატიმრობაში მყოფმა ფანაჰიმ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, თუმცა დიდი საერთაშორისო ზეწოლისა და მსოფლიოში ცნობილი კინემატოგრაფისტების მოთხოვნის გამო რეჟისორი მალე გაათავისუფლეს.

მრავალწლიანი დევნის მიუხედავად, რეჟისორი წლების განმავლობაში ახერხებს ირანში არსებული რეჟიმის საწინააღმდეგო ფილმების შექმნას. „უბრალო შემთხვევითობაცნახევრად მალულად არის გადაღებული, ისე რომ ირანის ხელისუფლებამ ბოლომდე არ იცოდა ფილმის შინაარსი.

ჯაფარ პანაჰის ფილმებს თითქმის ყველა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფეტივალზე აქვს მიღებული ჯილდოები. 1997 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზეოქროს ლეოპარდითაღინიშნა ფილმისარკე“; 2000 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზეოქროს ლომითდააჯილდოვესწრე“ (რომელშიც ირანის ისლამისტური რეჟიმის მიერ ქალთა მიმართ სისასტიკეა ნაჩვენები); 2015 წელს კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი – „ოქროს დათვიგადეცა ფილმისათვისტაქსი“, რომელშიც თავადაც მონაწილეობს.

7 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება ჯაფარ პანაჰისუბრალო შემთხვევითობის“, ჩვენება. ფესტივალის ორგანიზატორებს სურდათ რეჟისორის მოწვევაც, თუმცა ეს გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან ირანის ხელისუფლება მას დაჭერით ემუქრება, ხოლო საქართველო ღიად თანამშრომლობს ირანის რეჟიმთან და სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოებთან. ამდენად, გამორიცხული არფერია. მითუმეტეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთალის ისტორიის შემდეგ.