სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, გელა გელაძეს ოთხი მოადგილე ჰყავს.
სამი მოადგილე – ლაშა მაღრაძე, თამაზ ბორაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე მამუკა მდინარაძის კაბინეტშიც მუშაობდნენ, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მარიამ ტაბატაძემ კი ლევან ხარაბაძე ჩაანაცვლა, რომელიც ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშა.
სუსის ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს ირაკლი კობახიძემ 29 აპრილს წარუდგინა.
გეკა გელაძემ პოსტზე მამუკა მდინარაძე შეცვალა, რომელიც სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.