რა ვიცით დიუშენის მედიკამენტებზე

პუბლიკა

თვეზე მეტია, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ახალი, ინოვაციური მედიკამენტების შემოტანას მოითხოვენ. მშობლებს უწყვეტი პროტესტი აქვთ კანცელარიის ეზოში.

პროტესტის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ იცვლის. პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა მიხეილ სარჯველაძემ გადაჭრით განაცხადა, რომ მედიკამენტს ეტლით საჭიროების გადავადების ფუნქცია რომ ჰქონდეს, მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ არსებობს კითხვები ეფექტიანობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ერთადერთი განსახილველი საკითხია არის ის, რამდენად არის ეს ის წამალი, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკის გარეშე“.

ფარმაცევტული პოლიტიკისა და ფარმაკოეკონომიკის კონსულტანტის, თინიკო ტურძილაძის შეფასებით, ფორმულირება, რომ წამლის უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ზუსტი არაა და წამლის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, შეფასებულია.

 

რა ვიცით წამლებზე

  1. ელევიდისი

Elevidys არის ადენოვირუსზე დაფუძნებული გენური თერაპია 4 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებსაც დადასტურებული აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და ეტლის გარეშე მოძრაობენ. დადასტურებულია გენის მუტაციით [რაც ნიშნავს, რომ მუტაცია გადამოწმებულია გენეტიკური ანალიზებით].

Elevidys არ არის რეკომენდებული ისეთი პაციენტებისთვის, რომლებსაც:

  • აქვთ ღვიძლის დადასტურებული დაზიანებები [მათ შორის, გამა-გლუტამილ ტრანსფერაზის კონცენტრაცია პლაზმაში > 2-ზე მეტი  ან მაღალი აქვთ საერთო ბილირუბინის კონცენტრაცია, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ჟილბერტის სინდრომით, ან აქვთ ჰეპატიტის ჯგუფის [A,B,C] მიმდინარე ინფექციები, რადგან ამ წამლის მიღება დაკავშირებულია ღვიძლის სერიოზულ დაზიანებასა და მწვავე უკმარისობასთან].
  • თუკი პაციენტს მკურნალობის დაწყებიდან ბოლო 4 კვირის განმავლობაში მიღებული აქვს ვაქცინა, ვინაიდან ეს წამალი დაკავშირებულია იმუნოგენურობასა და უსაფრთხოების პოტენციურ რისკებთან.
  • თუკი პაციენტს მკურნალობის დაწყებიდან ბოლო 4 კვირის განმავლობაში ჰქონდა აქტიური ინფექცია, რადგან ასეთ დროს წამლის უსაფრთხოება ყურადსაღებია.

FDA- გენური თერაპია 2023 წელს დაჩქარებული წესით დაამტკიცა. 2024 წლის 20 ივნისამდე, „ელედივისს“ დაჩქარებული ავტორიზაციის“ [accelerated approval] სტატუსი ჰქონდა, მოძრაობის უნარის მქონე/ეტლში არმჯდომი, ასაკი – 4-5 წელია, რომლებსაც DMD გენის მუტაცია ჰქონდათ დადასტურებული.

ამ წამალმა ვერ დააკმაყოფილა კლინიკური კვლევის პირველადი სამიზნე გამოსავალი [primary endpoint] დიდ კლინიკურ კვლევაში სახელად EMBARK, მაგრამ  FDA-მ მაინც დაამტკიცა, რადგან ამ წამლის კლინიკური სარგებელი, მათ შორის, კუნთების მოტორული ფუნქციის გაუმჯობესების მხრივ, საგრძნობი იყო პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში.

2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, „ელედივისს“ დაჩქარებულიდან ტრადიციული ავტორიზაცია [traditional approval] მიენიჭა, რადგან FDA-მ მიიჩნია, რომ მოგროვებული მონაცემები მისაღებია/საკმარისია/სხვა გზა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამ პროდუქტთან დაკავშირებული პოტენციური რისკი.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დამანგრეველი ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ამ რისკის აღმოსაფხვრელად კი სხვა გადაუდებლად/სასწრაფოდ გამოყენებადი სამედიცინო საშუალებები აქამდე არ არსებობს, ამ წამლის სრული ავტორიზაცია გამართლებულია [ამავე დანიშნულებით და ამავე ასაკობრივ ჯგუფში].

2025 წლის 18 ივლისს FDA-მ მწარმოებელ კომპანია Sarepta Therapeutics-ს „ელედივისის“დისტრიბუცია აუკრძალა, რადგან გარდაიცვალა კლინიკურ კვლევებში მონაწილე სამი ბავშვი. ეს კი  შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო ამ წამლის მიღებასა და სიკვდილიანობის მაღალ რისკთან, მაგრამ ათ დღეში – 28 ივლისს – Sarepta Therapeutics-ს ნებართვა ისევ აღუდგა.

აღნიშნულის შემდეგ FDA-მ წამლის შეფუთვას დამატებითი გაფრთხილება დაამატა [boxed warning], რომელიც, ძირითადად, ღვიძლის მწვავე და სერიოზულ დაზიანებას უკავშირდება.

კომპანიის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბრისთვის  ELEVIDYS მიიღო ათასზე მეტმა პაციენტმა.

  1. „ჯივინოსტატი“ (სავაჭრო სახელი – Duvyzat)

ამ მედიკამენტს ორივე მარეგულირებლის აღიარება აქვს – ამერიკის შემთხვევაში სრული ავტორიზაცია, ევროპის შემთხვევაში კი – დროებითი.

„ჯივინოსტატის“ [Duvyzat] დამტკიცების მომენტში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ მხოლოდ კორკიტოსტეროიდები გამოიყენებოდა.

მონაცემების მიხედვით, Duvyzat დაავადების პროგრესირებას ამცირებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი მიღება დროზე/ადრეულად არის დაწყებული/არ არის დაგვიანებული.

თუმცა Duvyzat-ის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობა არსებობს. EMA-მ მწარმოებლისგან მეტი მონაცემები მოითხოვა შემდგომ კვლევებზე, მისი ეფექტიანობის დასამტკიცებლად.

მიუხედავად ამისა, EMA-მ დაასკვნა, რომ სარგებელი წონის რისკებს და დაუშვა ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

Duvyzat-ს აქვს ავტორიზაცია, გარკვეული პირობებით [conditional authorisation]. ეს ნიშნავს, რომ ის ჩვეულებრივზე შედარებით ნაკლული მონაცემების საფუძველზე დამტკიცდა, რადგან პასუხობს ისეთ გამოწვევებს, რომლებზეც სხვა სამკურნალო საშუალებები არ არსებობს.

EMA-ში აცნობიერებენ, რომ წამლის ადრეული გაშვება ბაზარზე გადაწონის მოლოდინის/დროის მოგების რისკებს, მაგრამ მაინც ელოდებიან მეტ მონაცემს მწარმოებლისგან.

კომპანიამ უნდა წარმოადგინოს Duvyzat-თან დაკავშირებით ორი მიმდინარე კლინიკური კვლევის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შედეგები, მათ შორის, გრძელვადიანი გავლენის შესახებ. EMA ყოველ წელს განაახლებს მონაცემებს იმის მიხედვით, თუ რა იქნება ხელმისაწვდომი.

  1. „ეგზონების გამოტოვება“

„Exon skipping“ თერაპია არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც მუშაობს დისტროფინის გენის მუტაციების „დასაკორექტირებლად“. მკურნალობის დროს აღდგება გენური წაკითხვის ჩარჩო, რა დროსაც გამომუშავდება ნაწილობრივ ფუნქციონირებადი დისტროფინის ცილა, რომელიც ანელებს კუნთების განლევას, მაგრამ პაციენტს დაავადებისგან სრულად ვერ კურნავს.

დაშვების ეს სერია მოიცავს ერთგვარი „ქოლგა“ წამლების დამტკიცების გადაწყვეტილებას, სადაც შედის ოთხი წამალი: Exondys 51, Vyondys 53, Amondys 45 და Viltepsoს.

ამ წამლების დიზაინი ისეა შექმნილი, რომ ისინი მკურნალობენ დისტროფინის კონკრეტული გენის მუტაციას, დისტროფინის ფუნქციური ცილის გამომუშავებით.

Exondys 51 2016 წელს დამტკიცდა დაჩქარებულად. Exondys 51-ის დაჩქარებული დამტკიცება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ეს წამალი ზოგ პაციენტში ხელს უწყობს დისტროფინის ცილის რაოდენობის  მატებას, რის გამოც FDA-მ გადაწყვიტა, რომ ამ წამალს აქვს კლინიკური სარგებელი, მაგრამ ამის უფრო მყარად დასადასტურებლად მეტი მონაცემების მოგროვებაა საჭირო.

Vyondys 53-ც 2019 წელს დამტკიცდა, დაჩქარებულად და დაახლოებით იმავე ჩვენებითა და მიზნით, რომლითაც Exondys 51.

Amondys 45 ასევე დაჩქარებულად დამტკიცდა 2021 წლის 25 თებერვალს, ცილა დისტროფინის გამომუშავების მიზნით.

Viltepso 2020 წლის 12 აგვისტოს დამტკიცდა, ასევე დაჩქარებულად და ასევე ცილა დისტროფინის გამომუშავებისა და დაავადების პროგრესირების შემცირების მიზნით.

  1.  „ვამოროლონი“ (Vamorolone (Agamree): აშშ-მა 2023 წლის ოქტომბერში, ხოლო ევროპამ ამავე წლის ბოლოს დაამტკიცა. ეს არის სტეროიდების უახლესი ალტერნატივა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს ისეთ მძიმე გვერდით მოვლენებს, როგორებიცაა – ზრდის შეფერხება და ძვლების დასუსტება.

რა თქვა მიხეილ სარჯველაძემ 29 აპრილს პარლამენტში, როცა მას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ

 

 

მიხეილ სარჯველაძემ მახინჯი ინტერპრეტაცია უწოდა შეფასებებს, რომ „თითქოს მხოლოდ გადარჩენის უნარის მქონე მედიკამენტს“ ეძებენ.

„პირველი ბრიფინგის დროს ვთქვი, რომ ამ მედიკამენტების ფუნქციაა, გადაავადოს ეტლის საჭიროება. თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა [საუბარია ეტლის გადავადებაზე], რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ. არ იქნება სწორი, რომ გვქონდეს არასწორი მოლოდინი. ამორალურია არასწორი მოლოდინის შექმნა სასოწარკვეთილი მშობლებისთვის.

ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მედიკამენტი მოიტანს, მნიშვნელოვანია. უბრალოდ, საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს და არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეს“, – ამბობს  მიხეილ სარჯველაძე.

ერთადერთი განსახილველი საკითხია ის, თუ რამდენად არის ეს ის წამალი, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტებზე, რომელთა შემოტანის საკითხზე, თვეზე მეტია, მშობლები მთავრობის კანცელარიასთან აქციებ მართავენ

რა თქვა სარჯველაძემ მედიკამენტებზე

სიტყვით გამოსვლისას სარჯველაძემ 5 მედიკამენტზე ისაუბრა.

  1. ელევიდისი
  2. exon skipping [რამდენიმე მედიკამენტია]
  3. ატალორენი
  4. ჯივინოსტატი
  5. ვამოროლონი

ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან ყველას აქვს ამერიკის წამლის მარეგულირებელი სააგენტოს ავტორიზაცია, ევროპული მარეგულირებლის ავტორიზაცია კი გაცემულია მხოლოდ ორზე.

სიტყვით გამოსვლის დროს სარჯველაძე მუდმივად ცდილობდა ხაზგასმას, რომ ევროპული და ამერიკული მარეგულირებლის მხრიდან წამლებისთვის „დროებითი“ ან „დაჩქარებული“ წესით ავტორიზაციის მინიჭების საკითხი ნიშნავს იმას, რომ წამლის ეფექტიანობა შეფასებული არ არის და  ავტორიზაციის ეს ფორმები მიანიშნებენ იმას, რომ წამლები „სასიცოცხლო რისკებს“ ქმნის.

„ელევიდისზე“, რომელიც FDA-ის მიერ არის ავტორიზებული, სარჯველაძე აცხადებს, რომ მისი სარგებელი დამტკიცებული არ არის და ამავდროულად საგულისხმოა ისიც, რომ მას ჯერ არ მიუღია ევროპის წამლის მარეგულირებლის ავტორიზაცია.

ე.წ. „ეგზონების გამოტოვებაზე“ კი, რომელიც ასევე არ არის FDA -ის მიერ  ავტორიზებული, ამბობს, რომ წამლის მწარმოებელს ევროპაში წამლის რეგისტრაციაზე განაცხადი საერთოდ არ შეუტანია, თუმცა ამ მედიკამენტით მოვაჭრე კომპანია ძალიან მონდომებული იყო, რომ საქართველოს შეეძინა ის.

„მწარმოებელს ევროპაში რეგისტრაციისთვის განაცხადი არ შეუტანია, თუმცა ამ მედიკამენტით მოვაჭრე კომპანია ძალიან მონდომებული იყო, რომ ის საქართველოს შეეძინა. მთელ ევროპაში გაყიდვისგან, რატომღაც, უნდა შეეკავებინა თავი, რატომ – ეს აბსოლუტურად გაუგებარია“.

სარჯველაძემ „იმედისმომცემი“ უწოდა „ჯივინოსტატს“, რომელზეც მან ყველაზე პოზიტიურად ისაუბრა.

„ამ მედიკამენტს აქვს FDA დაჩქარებული და EMA-ს პირობითი რეგისტრაცია.

მინიჭებული აქვს ავტორიზაცია, თუმცა ევროპული ქვეყნები ფიქრობენ ამ მედიკამენტის შემოღებაზე. პრაქტიკა სხვადასხვაა. საფრანგეთმა უარი თქვა მის დაფინანსებაზე.

საჭიროა ვადები, რათა გაირკვეს, არის თუ არა ეს მედიკამენტი ფატალური რისკის მატარებელი.“ – განაცხადა სარჯველაძემ პარლამენტში.

რაც შეეხება „ვარამოლონს“, რომელიც სტეროიდების უახლესი ალტერნატივაა და მაქსიმალურად ამცირებს ისეთ მძიმე გვერდით მოვლენებს, როგორებიცაა: ზრდის შეფერხება და ძვლების დასუსტება, განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოში დიუშენით დაავადებული ბავშვები იღებენ ესპანური წარმოების  კორტიკოსტეროიდს.

„აქ საუბარია, რომ სხვა მწარმოებლის კორტიკოსტეროიდი იყოს გამოყენებული, კონკრეტულად – გერმანული.

სახელმწიფო მზად არის, გააუმჯობესოს მკურნალობა. ეს კონკრეტული კორტიკოსტეროიდი შეიძლება სჯობდეს ესპანურს. ინტენსიურად ვსწავლობთ ამას“, – ამბობს სარჯველაძე.

თინა ტურძელაძე  – ექსპერტი

ფარმაცევტული პოლიტიკისა და ფარმაკოეკონომიკის კონსულტანტის თინა ტურძილაძის შეფასებით, ფორმულირება, რომ წამლის უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ზუსტი არაა და წამლის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, შეფასებულია

„რაც შეეხება იმას, რომ წამალი ბაზარზე ადრეა შემოსული და დავუშვათ, რომ უსაფრთხოება არ არის შეფასებული, ეს ბოლომდე ზუსტი ფორმულირება არ არისსინამდვილეში იშვიათი დაავადებების წამლები და, ზოგადად, საშიში დაავადებების სამკურნალო პრეპარატები ბაზარზე სრული კვლევის ციკლით არ შემოდის ხოლმე. 

რისკი-სარგებლის ბალანსი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი წამლის რისკი-ბალანსის მსგავსი არ არის. ასეთ წამალს შეუძლია, წლობით კლინიკური კვლევის ეტაპზე იყოს, გაიაროს პირველი, მეორე, მესამე ფაზა.

აქ კი არის დაავადება, რომელიც სიცოცხლეს კრიტიკულ საშიშროებას უქმნის. ამიტომ როგორც კი წამალი გაივლის უსაფრთხოების კვლევას, როგორც კი გაივლის პირველ ეტაპს, სადაც უსაფრთხოება ფასდება, მერე გაივლის მეორე ეტაპს, სადაც ეფექტიანობის სიგნალებია და მესამე ფაზის პირველ ნაწილს, სადაც ეს ბალანსი შეფასდებაამ ეტაპიდან წამალს უშვებენ ბაზარზე და იღებენ ავტორიზაციას. ამის შემდეგ ხდება ფარმაკოზედამხედველობა და მონაცემების შეგროვება, რომ ხელახლა გადააფასონ რისკი-სარგებლის ბალანსი

ეს არ ნიშნავს მისი უსაფრთხოების შეუფასებლობას. მისი უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, შეფასებულია. უბრალოდ, მუდმივად ხდება უსაფრთხოების ანგარიშების მოთხოვნა და შეფასებახომ არ შეიცვალა მონაცემები, რომელიმე მხრიდან,ამბობს თინა ტურძელაძე.

„პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში თინა ტურძელაძემ განაცხადა, რომ „ელევიდისის“ მწარმოებელი კომპანია რეგისტრაციაზე ევროპული მარეგულირებლის უარის პასუხად [ევროპულმა მარეგულირებელმა მწარმოებელი კომპანიისგან დამატებითი კვლევები მოითხოვა] მესამე ფაზის მულტინაციონალურ კვლევას იწყებს [კვლევას მთელ მსოფლიოში].

მისი თქმით, კვლევა გაგრძელდება 72 კვირის განმავლობაში და ჩართული იქნება 100 პაციენტი

ეს იქნება პლაცებოკონტროლირებადი კვლევა, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი წამალს მიიღებს, ნაწილი კიპლაცებოს

რათა ეფექტი უფრო თვალსაჩინო იყოს და მალე მიიღონ ინფორმაცია, თუმცა, ეთიკურობის თვალსაზრისით, კვლევის დასრულების შემდეგ იმ პაციენტებსაც მისცემენ წამალს, რომლებსაც შეხვდებათ პლაცებო

ეს ის მცირედ გაღებული კარია, სადაც საქართველომ შეიძლება შეძლოს შესვლა. ასეთ შემთხვევაში ჩვენი პაციენტები მედიკამენტის უფასოდ მიღებას შეძლებენ,ამბობს თინა ტურძელაძე.

 მისივე თქმით, ეს წამალი ყველას არ ესაჭიროება, რადგანიქ არის მუტაციის ფორმები, რომლებიც საერთოდ უნდა ამოიღონ კვლევიდან.

 „ჩვენ არ ვიცით, ჩვენი 100 ბავშვიდან რამდენს სჭირდება ეს წამალი. შესაძლოა, ჩვენი პაციენტებიდან ეს სჭირდებოდეს 5-6-ს,  ცოტა მეტს ან ნაკლებს. ქედან გამომდინარე, საქართველომ სისტემურგენეტიკური ტესტებით სასწრაფოდ უნდა დაადგინოს კრიტერიუმები, რომ გამოიკვეთოს, თეორიულად ვინ შეიძლება გახდეს ამ კვლევის ბენეფიციარი“.

ოპერატიულად უნდა შეიქმნას პაციენტების რეესტრი

თინა ტურძელაძის თქმით, ოპერატიულად უნდა შეიქმნას იმ პაციენტების რეესტრი, სადაც გენეტიკურად იქნება დადასტურებული დიაგნოზისტადიები/მდგომარეობა/რა მკურნალობა აქვთ მიღებული.

 ზოგადად, ეს რეესტრი იქნება ის, რითაც ყველა ინოვაციის მწარმოებელს მოიზიდავ, ვინც ამ კატეგორიის მედიკამენტზე მუშაობს,ამბობს ექსპერტი.

მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნა

 „გენური თერაპი მარტივი არ არის

ამისთვის გვჭირდება მულტიდიცისციპლინური ჯგუფი, რომელიც პაციენტების მონაცემებს რეესტრში სისტემურად შეიყვანს

რამდენადაც ვიცი, სამინისტროში შეიქმნა ეს ჯგუფი. ეს რეესტრი დააზუსტებს, რა გვესაჭიროება

დღეს არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომელს რომელი წამალი სჭირდება და მიესადაგება

დღეს ერთი მხარე ხედავს მხოლოდ დადებითს, მეორე მხარე მხოლოდ რისკებს, რაც სწორი არ არის და ეს არ არის ის, რაც სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს პროცესს“, – ამბობს თინა ტურძილაძე.

მისი თქმით, ეს სტანდარტული შემთხვევა არ არის და სახელმწიფომ სხვანაირად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.

ჩვენ ჯერ უნდა ვიცოდეთ, რამდენ ბავშვს სჭირდება ეს. იქ არის გარკვეული მუტაციები, რომელთაც ეს წამალი არ მიესადაგება. იქ ნიუანსებია, მეც არ ვარ გენეტიკოსი და არ დაგტვირთავთ ამით. არის კატეგორია, რომლისთვისაც ეს წამალი არ იქნება შესაბამისი

გენური თერაპიის ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს არ აქვს. ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში არ არის. ეს არის მოწინავე თერაპიები. საჭიროა განსაკუთრებული მკურნალობა. განსაკუთრებული პირობები უნდა შემოტანას, შენახვას [განსაკუთრებული, ცივი ჯაჭვის წამალია. ინახება – 60 გრადუსზე] კადრების მომზადება უნდა. ინფრასტრუქტურას, სადაც უნდა გაკეთდეს ეს წამალი, მომზადება უნდა. ის 2 საათის განმავლობაში შედის ვენაში. არსებობს ანფილაქსიური რეაქციების რისკი, ყველაფერი უნდა იყოს მომზადებული

ეს არ შეიძლება იყოს ვაქცინაციის ცენტრი. ეს უნდა იყო ცენტრი, რომელიც სპეციალურად საამისოდ მომზადდება

კვლევა არის შესანიშნავი შესაძლებლობა. ჩვენი ექიმები მიიღებენ პრაქტიკას, ჩამოყალიბდება ინფრასტრუქტურა. დღეს მსოფლიოში ინოვაციები, ძირითადად, ბიოლოგიური მოლეკულებია. ძირითადად, ასეთი რთული წამლებია. მარტივი მოლეკულური წამლები აღარ იქმნება. თუ იშვიათი და რთული დაავადებების მკურნალობა გვინდა, ქვეყანამ უნდა მოამზადოს ინფრასტრუქტურა

მე მესმის მათი სიფრთხილე, თავშეკავება, მაგრამ ეს ის მომენტია, რომლის საპირწონედ ბავშვების სიცოცხლე დგას. ამიტომ ვფიქრობ, მეტი გამბედაობა და აქტიურობაა საჭირო,ამბობს თინა ტურძელაძე.

წამალთან დაკავშირებულ კვლევებზე ინფორმაცია მოიძია და დაამუშავა ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ.