ილიას, ვაჟას, გალაკტიონის, იაკობ გოგებაშვილის და აკაკი წერეთლის მუზეუმები მწერალთა სახლს უერთდება

პუბლიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 მაისიდან მწერალთა სახლი მწერალთა მუზეუმების გაერთიანებად გარდაიქმნება და მას სხვა საჯარო მუზეუმები შეუერთდება.

დადგენილების მიხედვით, − საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი; ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი; გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი; ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი და სსიპ − ივანე მაჩაბლის მუზეუმი და მიუერთდნენ მწერალთა სახლს.

ჩამოთვლილი მუზეუმების ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს მწერალთა სახლს. ამავე დადგენილების მიხედვით, ჩამოთვლილი მუზეუმების დირექტორების/დირექტორების მოადგილეების თანამდებობებზე დასაქმებული პირები, მათი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 2026 წლის 25 მაისიდან გადაინიშნონ მწერალთა სახლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებად/ ხელმძღვანელების მოადგილეებად.