შვეიცარიული ბრენდი Mövenpick Living საქართველოს ბაზარზე პირველად შემოდის. მისი სასტუმრო და რეზიდენცია „მაქრო სითი თბილისის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება.
საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში, ნოე რამიშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით, „მაქრო დეველოპმენტი“ აშენებს. 100 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობით ის კომპანიის პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.
ბინების არჩევანი მრავალფეროვანია. სტანდარტული დაგეგმარების გარდა, შეთავაზება ტერასიან და კერძო ეზოიან სივრცეებსაც მოიცავს. საცხოვრებელი ფართობი 48 კვ.მ-დან იწყება, ოთახების რაოდენობა კი ორსა და ოთხს შორის ნაწილდება.
მფლობელი სრულად გარემონტებულ ბინას ჩაიბარებს, რაც შეღებილ კედლებს, დაგებულ ლამინატსა და მოწყობილ სველ წერტილებს გულისხმობს. საცხოვრებელი აღჭურვილია იატაკქვეშა გათბობით, ალუმინის კარ-ფანჯრებითა და ჩაშენებული სამზარეულოს ტექნიკით.
,„მაქრო სითი თბილისის“ კონცეფცია საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი გარემოს ერთ სივრცეში თავმოყრას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე ოთხი საცურაო აუზი, სამი ჩოგბურთის და ორი კალათბურთის მოედანი განთავსდება. აქტიური დასვენებისთვის მოეწყობა ღია და დახურული ფიტნესდარბაზები, სარბენი და ველობილიკები. ოჯახებისთვის კი საბავშვო ბაღი და გასართობი სივრცეებია გამოყოფილი.
პროექტს მოსახერხებელი მდებარეობა აქვს და ქალაქის მთავარ უბნებს მარტივად უკავშირდება. მეტროსადგურ „სამგორამდე“ ფეხით მხოლოდ 5 წუთის სავალია. სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ ავტომობილით 5 წუთის დაშორებითაა, აეროპორტამდე კი მგზავრობას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება.
მყიდველისთვის გადახდის ორი პირობა მოქმედებს: ერთიანი ანგარიშსწორება ან შიდა უპროცენტო განვადება. ამ უკანასკნელის არჩევის შემთხვევაში შვიდი განსხვავებული სქემა მოქმედებს, კერძოდ:
- გეგმა 2 (4% ფასდაკლება): პირველადი შენატანი – 20%, მშენებლობის პროცესში – 40%, დასრულებისას – 40%;
- გეგმა 3 (6% ფასდაკლება): პირველადი შენატანი – 25%, მშენებლობის პროცესში – 25%, დასრულებისას – 50%;
- გეგმა 4 (8% ფასდაკლება): პირველადი შენატანი – 35%, მშენებლობის პროცესში – 35%, დასრულებისას – 30%;
- გეგმა 5 (10% ფასდაკლება): პირველადი შენატანი – 50%, მშენებლობის პროცესში – 25%, დასრულებისას – 25%;
- გეგმა 6 (12.5% ფასდაკლება): პირველადი შენატანი – 70%, მშენებლობის პროცესში – 15%, დასრულებისას – 15%;
- გეგმა 7 (15% ფასდაკლება): ბინის ღირებულების 100%-ის წინასწარ, სრულად დაფარვის შემთხვევაში, მყიდველი მაქსიმალური ფასდაკლებით სარგებლობს.
„მაქრო დეველოპმენტის“ გუნდი დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას, ბინების შერჩევის პროცესსა და კონსულტაციას სთავაზობს.