მიქანაძე: სკოლაში ფორმის კულტურა შემოგვაქვს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სასკოლო ფორმა საჯარო სკოლებში არ ყოფილა

პუბლიკა

პარლამენტში გივი მიქანაძემ სასკოლო კვების საკითხზეც ისაუბრა. მას კონკრეტულად არ უთქვამს რა ვადებში და როდის გეგმავენ უფასო სასკოლო კვების დანერგვას. აღწერა ამ ინიციატივასთან მიმართებით ჩატარებული რიგი სამუშაოები.

„ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ყველა სკოლაში არსებობდეს კვების შესაძლებლობა და პარალელურად მოსწავლეებში დამკვიდრდეს ჯანსაღი კვების კულტურა. ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. შევისწავლეთ სკოლებში ბუფეტებისა და კვების ობიექტების მდგომარეობა და რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვების ობიექტების მოწესრიგებაზე.

სურსათის უვნებლობისა და კვების რაციონთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ჩვენი სამინისტროს კომპეტენცია არ არის, ამიტომ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც დეტალურად. არეგულირებს პერსონალის ჰიგიენისა და მონიტორინგის საკითხებს, ასევე განსაზღვრავს დასაშვები და აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვას.

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად სამინისტრო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით განაგრძობს მუშაობას კვებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველსაყოფად. სასკოლო კვების პროგრამის განსავითარებლად განხორციელდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის დეტალური მოკვლევა, საერთაშორისო აპრობირებული სასკოლო კვების 4 მოდელისთვის რელევანტურ საჭიროებებთან მიმართებაში.

აღნიშნული 4 მოდელი მოიცავს ჰაბი სკოლების შექმნას, რომლებიც მოამარაგებენ სხვა სკოლებს, სკოლებში სამზარეულოების მოწყობასა და ადგილზე მომზადებას. ჰაბი სკოლებიდან საკვების მიმღებ სკოლებში ე.წ. ლანჩ ბოქსების მომარაგებას. თუმცა სასკოლო კვების სისტემის შემოღება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

საჭიროა სრული ლოჯისტიკური ქსელის აწყობა; უნდა მოწესრიგებული უნდა იყოს კვების ინფრასტრუქტურა, საკვების შენახვის საჭირო პირობები; უნდა მომზადდეს ადამიანური რესურსი, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ჰიგიენურ-სანიტარული დაცვა. შესაბამისად, სასკოლო საათებში კვების საკითხის მოგვარებას ჩვენ ვუდგებით სისტემურად და ორიენტირებულნი ვართ მდგრადი მექანიზმის შექმნაზე“,- განაცხადა მიქანაძემ.

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მიქანაძეს უთხრა, რომ მისასალმებელია სკოლებში უფასო კვლების დანერგვასთან დაკავშირებით მის მიერ აღწერილი ნაბიჯები და მნიშვნელოვანია უფასო კვებს სკოლებში დაინერგოს. როგორც სეფასვილი ამბობს, იმ ფონზე, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ვითარდება, საქართველო მზად არის დაიწყოს მოსწავლეებისთვის სასკოლო კვების დაფინანსება: 

„აქ აღნიშნეს ე.წ. ლანჩ ბოქსები, ვფიქრობ რომ ეს მიმართულებაც ვერ გადაჭრის იმ საკითხს, რომელიც რეალურად დგას სკოლის მოსწავლეების წინაშე და თუ გავითვალისიწნებთ იმ ვითარებას, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ვითარდება, ბიუჯეტში შემოსულობები იზრდება, ასევე იზრდება შემოსავლები… ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქართველო არის მზად დაიწყოს მოსწევლეების კვლევის დაფინანსება. გარკვეული კრიტერიუმების დაწესებით და გარკვეული დათქმებით, მაგრამ აუცილებლად ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ ნაბიჯების გადადგმაზე“,- ამბობს სეფაშვილი.