ფაშინიანის პარტიას ხმების 49.81% აქვს - როგორ დაკომპლექტდება სომხეთის პარლამენტი

პუბლიკა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში, ახალ ეროვნულ ასამბლეაში, 4 პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი.

  • ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ – 49,81% – 61 მანდატი;
  • „ძლიერი სომხეთი“ – 23,29% – 28 მანდატი;
  • „სომხეთი“ – 9,94%- 11 მანდატი;
  • „აყვავებული სომხეთი“ – 4%- 5 მანდატი.

„აყვავებულმა სომხეთმა“ ბოლო მომენტში შეძლო საარჩევნო ბარიერის გადალახვა და მანდატი მოიპოვა.

სომხური მედიის ცნობით, 4 უდიდესი ეროვნული უმცირესობისთვის გამოყოფილი 4 მანდატიდან სამი პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ერგო, ერთი კი ბლოკ „ძლიერი სომხეთს“, რითაც მანდატების რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.