სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში, ახალ ეროვნულ ასამბლეაში, 4 პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი.
- ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ – 49,81% – 61 მანდატი;
- „ძლიერი სომხეთი“ – 23,29% – 28 მანდატი;
- „სომხეთი“ – 9,94%- 11 მანდატი;
- „აყვავებული სომხეთი“ – 4%- 5 მანდატი.
„აყვავებულმა სომხეთმა“ ბოლო მომენტში შეძლო საარჩევნო ბარიერის გადალახვა და მანდატი მოიპოვა.
სომხური მედიის ცნობით, 4 უდიდესი ეროვნული უმცირესობისთვის გამოყოფილი 4 მანდატიდან სამი პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ერგო, ერთი კი ბლოკ „ძლიერი სომხეთს“, რითაც მანდატების რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.