მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

პუბლიკა

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოსცა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან” – წერია ბრძანებაში.

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის აპრილის ბოლოს დაინიშნა, მაქამდე ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.