“ელენეს დასხლტომის ხაზები”, ანუ ხელოვანის არაწრფივი ბიოგრაფია მულტიმედიურ ენაზე

დავით ბუხრიკიძე
ფოტოები: კატერინა სობოლი

გაუგებრობის თავიდან ასაცილებად აქვე განვმარტავთ, რომ ეს არის მულტიმედიური პერფორმანსის სახელწოდება (ინგლისურად “Elene’s Lines of Flight”), რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის გამქრალ, არასტანდარტულ თუ შეთხზულ ბიოგრაფიას. პრემიერა აგვისტოს დასაწყისში გაიმართა გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეს  ხელოვნებისა და მედიის ცენტრში (ZKM Karlsruhe).

პერფორმანსიკარლსრუეს მუზეუმების ღამის“ (KAMUNA 2026) ფარგლებში იყო წარმოდგენილი და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომიუნესკოს მედიახელოვნების ქალაქის“ (UNESCO City of Media Arts Karlsruhe) მხარდაჭერით გაიმართა და მასში ქართველი, პოლონელი და გერმანელი ხელოვანები მინაწილეობდნენ.

პროექტის კონცეფცის ავტორია პოლონელი არტისტი, ვიზუალური ხელოვნების მკვლევარი, კაროლინა სობოლი. პერფორმანსის ქორეოგრაფია და იდეანათია ჩიკვაიძეს ეკუთვნის, რეჟისურადავით ხორბალაძეს, მუსიკა და ხმოვანი რიგიგვანცა ენუქიძეს, ხოლო კოსტიუმებინინო ჩუბინიშვილს (ჩუბიკა), რომლის გამოჩენა პერფორმატიულ სივრცეში დიდი ხნის შემდეგ, მართლაც მნიშვნელოვანია. მონაწილეობენ: ნათია ჩიკვაიძე, თანო ჩხეიძე, დავით ხორბალაძე, გვანცა ენუქიძე

პირველივე შეკითხვას, თუ რატომ ელენე ახვლედიანი, საბჭოთა მითებით შედეგენილი სწორხაზობრივი მისი ბიოგრაფია და ცენზურის ფარული სიშლეგე თავისთავად პასუხობენიმიტომ რომ, სინამდვილეში, მის ბიოგრაფიაში ბევრად უფრო მეტითეთრი ლაქაადაგროვილი, ვიდრე სიღნაღში შექმნილ ზამთრის ქათქათა პეიზაჟებში. სწორედ ელენე ახვლედიანის საბჭოთა ბიოგრაფიიდანგამქრალიდეტალების აღდგენარეკონსტრუქციაშევსება იქცა ამ პერფორმანსის მთავარ იდეად.

რა ვიცით ელენე ახვლდიანის შესახებ? ის რომ, პარიზში ყოფნისას (1924-1927 წლები) მან შექმნა ექსპრესიული, ეროტიკული მუხტითა და ვნებით გაჯერებული შიშველი ნატურის (Nude) გრაფიკული სერიები, რომელიც საბჭოთა საქართველოში დაბრუნების შემდეგ საერთოდ აღარ შეუქმნია. შეიძლება ითქვას, რომ ეროტიზმი მისი შემოქმედებიდან სრულად განიდევნა, რაც თვითცენზურის ან ავტომატური თავდაცვის ერთგვარ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ. საბჭოთა ცენზურა და რეჟიმი 30-50-იან წლებში მსგავს თავისუფლებას უბრალოდ სასტიკად სჯიდა.

რეჟისორი დავით ხორბალაძე: “მიუხედავად იმისა, რომ გვიან საბჭოთა ხანაში, 70-იან წლებში ელენე ახვლედიანის შემოქმედებამ ოფიციალური აღიარება ჰპოვა, ლადო გუდიაშვილის მსგავსად, ის მაინც გარკვეულ იდეოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. გადართვა ზღაპრულ, თეატრალურ სამყაროში, სცენოგრაფიასა და დეკორაციებს შორის, ან თუნდაც ნოსტალგიურ და ურბანულ პეიზაჟებზე, უნდა აღვიქვათ როგორც ერთგვარი უსაფრთხოების გარანტია, როგორც თავშესაფარი, რათა საბჭოთა ცენზურისგან თავი აერიდებინა. სინამდვილეში, ოფიციალურმა ისტორიოგრაფიამ სრულად გააქრო და დუმილისთვის გაწირა საერთოდ, ხელოვანების პირადი და არანორმატიულ ცხოვრების ფრაგმენტები. გამქრალი ბიოგრაფიული შრეების მიუხედავად, მაინც შეიძლება ამოვიკითხოთ ელენე ახვლედიანის, როგორც დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ქალის ცხოვრების სტილი, რომელიც არ ჯდებოდა საბჭოთა ჰეტერონორმატიულ სტანდარტებში.

არსებობს ნახევრად მითოლოგიური, ან ნახევრად რეალური ამბავი, თუ როგორ მოიხიბლა ელენე ახვლედიანი კაფეროტონდაშიუცნობი ქალის შთამბეჭდავი გარეგნობით და რომ ეს ქალი მსახიობი გრეტა გარბო აღმოჩნდა.ზემოქმედება იმდენად დიდი იყო, რომ როგორც ამბობენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში მანქალი კამელიებით”118-ჯერ ნახა. თუნდაც ეს შელამაზებული ისტორია ჩვენთვის გარკვეულ შთაგონებად იქცა, რომლის გარშემოც ფანტაზიები, პროექციები, სურვილები რაღაც ერთ საერთო წერტილში გადაიკვეთა”.

ნათია ჩიკვაიძე, ქორეოგრაფი: “ელენეს დასხლტომის ხაზებიბევრ შეკითხვას აღძრავს: მაგალითად, სად გაქრა არქივიდან მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი დეტალები და ხომ არ უკავშირდება ეს თუნდაც პარიზულ პერიოდს, ან ქვიარგამოცდილებას? როგორ და რა ხერხებით წაშალა ცენზურამ მისი იდენტობა და როგორ შეიძლება დღეს ეს ისტორია მაყურებლისთვის ხილვადი გახდეს?…როგორ ახერხებს ტოტალიტარული სისტემა გააქროს, წაშალოს ხელოვანის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანო დეტალები, ხოლო  მოუთხრობელი ამბები სიცარიელედ აქციოს?“

პერფორმანსი ტრანსფორმაციისა და ვიდეოპროექციით საშუალებით აცოცხლებს ისტორიულ ფრაგმენტებს, წარმოსახვით მოგონებებსა თუ მხატვრის ფანტაზიებს. ბიოგრაფიული რეკონსტრუქციის ნაცვლად, ის მიჰყვება მასში არსებულ ხარვეზებს, ხოლო ოფიციალური ნარატივების ნაცვლად ლეგენდებს, ჭორებს, სპეკულაციურ, გამოგონილ ამბებს ეყრდნობა. რეალურად, ესაა რადიკალური და ტრანსდისციპლინურ ხელოვნების ნიმუში, რომელიც აერთიანებს ფილოსოფიას, ბიოგრაფიულ კვლევას, მულტიმედიურ ფორმატებსა და სხეულის ენას

სათაურიელენეს დასხლტომის ხაზები“, კონკრეტულად კი ტერმინი (Lines of Flight), ინსპირირებულია ფრანგი მოაზროვნეებისა და ფილოსოფოსების, ჟილ დელიოზისა და ფელიქს გვატარის მიერ დამკვიდრებული ტერმინით „ligne de fuite“. მათი კონცეფცია, ისევე როგორც მთლიანად პერფორმანსი, გულისხმობს მყარი სოციალური, პოლიტიკური თუ ბიოგრაფიული სტრუქტურებიდან თავის დაღწევას, გაქცევას და ახალი, ალტერნატიული ამბის შექმნას

ელენე ახვლედიანის პირადი მიმოწერიდან ძალიან ცოტა რამ არის შემორჩენილი, არსებულ არქივებშიც კი. ამგვარ სიმწირეს არტანეკდოტები, ლირიკული კადრები თუმეორადი მოგონებებიავსებენ. გაფრენადასხლტომა კი სწორედ ისაა, რასაც ელენე ახვლედიანის ჯერ კიდევ უცნობი ანდამალულიბიოგრაფია ინახავსაულაგმავი ფანტაზით, სვიატოსლავ რიხტერის მიერ შესრულებული შუბერტით, (როგორც ცნობილია, ისინი დიდი მეგობრები იყვნენ), არტისტული პარიზული ელვარებით, ერთადერთხელ ნანახი გრეტა გარბოთი

ეს აქცევს მულტიმედიურ პერფორმანსს ბიოგრაფიული თხრობიდან ცოცხალ თავგადასავლად, თუ გნებავთ, სხეულების მეხსიერებისა და ვიბრაციის სივრცედ; სადაც სიმართლე არა ფაქტებში, არამედ ამ ფაქტებს შორის არსებული სიცარიელისთეთრ ლაქებშიიბადება, იზრდება და რეალობად იქცევა.